შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა ნეიმარმა აზიური ტურნე გამოტოვოს. UOL Esporte-ს ცნობით, საქმე ისაა, რომ ბრაზილიელს ანემია დაუდგინდა.
კატალონიელთა სამედიცინო შტაბის დასკვნით, ნეიმარს სისხლში ჰემოგლობინის ნაკლებობა აქვს და, შესაძლოა, ესპანეთში დარჩეს. ექიმების თქმით, ბრაზილიელი ჩვეულებრივ ივარჯიშებს, მაგრამ ტურნეზე წასვლა და ასპარეზობა არასასურველია.
თუკი ნეიმარი ტურნეს გამოაკლდება, ტაილანდსა და მალაიზიაში გასამართ მატჩებს გამოტოვებს.