ფეხბურთი

12:54 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ვოცნებობ, ფინალში მესის არგენტინას შევხვდეთ”

“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ჟურნალისტებს ერთი სურვილი გაუმხილა, რომელიც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატს ეხება. ფეხბურთელი მუნდიალის ფინალში ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ოცნებობს.

“წინ უდიდესი საფეხბურთო ზეიმი გველის. ვეცდები ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო და ბრაზილიის ნაკრებს წარმატებაში დავეხმარო. დარწმუნებული ვარ, იგივე შემართებით ემზადება ლიონელ მესიც. ის ჩემი მეგობარია და მინდორზე ერთად ბევრი სიხარული განგვიცდია, მაგრამ ამჯერად ასე ვერ იქნება. ძალიან მინდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. იქ კი მეგობრობას დროებით დავივიწყებთ” – განაცხადა ნეიმარმა.

0.125126