კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული ნეიმარი თავის პირველ ევროპულ სეზონში 17 მილიონ 680 ათას მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
ოფიციალური ინფორმაციით, 21 წლის ბრაზილიელის წლიური ანაზღაურება 9 მილიონ 180 ათასი ევროა. “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლისთვის, თავდამსხმელი დამატებით 8.5 მილიონ ევროსაც მიიღებს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ნეიმარი კატალონიაში 54.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც წლიურად დაახლოებით 11 მილიონ ევროს უდრის.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ნეიმარის საიმიჯო უფლებებს ფლობს და ცალკეულ პრემიებსაც თუ გავითვალისწინებთ, ბრაზილიელი სეზონში 17 მილიონ ევრომდე მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის კონტრაქტის პირობებით კატალონიელთა ვარსკვლავი ლიონელ მესია დაინტერესებული. არგენტინელი “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტზე თათბირს მას შემდეგ დაიწყებს, რაც ნეიმარის კონტრაქტის დეტალებს დააზუსტებს.