ფეხბურთი

16:57 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “სანტოსი” ძველებურად მეყვარება”

კატალონიის “ბარსელონას” პირველმა შენაძენმა ნეიმარმა “ტვიტერის” საშუალებით გულშემატკივრებს თავისი ემოციები გაუზიარა. 21 წლის ბრაზილიელი მშობლიურ “სანტოსს” განსაკუთრებით ემადლიერება.

“ახლა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვარ. სწორედ ისინი დამეხმარნენ, თქვენთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მემცნო. ორშაბათამდე ვეღარ ვითმენ. გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტს ორშაბათს გავაფორმებ. მიუხედავად ამისა, “სანტოსისადმი” ჩემი სიყვარული არ შეიცვლება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმ 9 წელიწადისთვის, რაც აქ გავატარე”, - დაწერა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

 

0.118661