ფეხბურთი

14:20 | 11.09.2013 | ნანახია 1788 - ჯერ

ნეიმარი: "პროვოკაცია მოტივაციას მმატებს"

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნეიმარმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე პორტუგალიელები მის პროვოცირებას ცდილობდნენ.

"მცირე ტკივილს ახლაც განვიცდი, მაგრამ საბრძოლველად მზადყოფნაში ვარ. მატჩის შემდეგ ჩანაწერი ვნახე, სადაც ჩანს თუ როგორ განზრახ მოდიოდნენ მეტოქეები პროვოკაციაზე. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ასეთი სახის პროვოკაცია სტიმულის მომცემია", - აღნიშნა ნეიმარმა.

ბრაზილიის და "ბარსელონას" და თავდამსხმელი პორტუგალიასთან გამართული მატჩით კმაყოფილია:

"პორტუგალიასთან ჩატარებული მატჩები ყოველთვის დიდი სპექტაკლია. პორტუგალია ყოველთვის ძლიერად ასპარეზობს. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და საერთოდაც, გუნდმა ლამაზი ფეხბურთი უჩვენა მაყურებელს."

გუშინ, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას, ამხანაგურ მატჩში 3:1 მოუგო. 21 წლის ფეხბურთელმა 34-ე წუთზე სამხრეთამერიკელები 2:1 დააწინაურა.

გიორგი ბალახაძე

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:49 | 11.09.2013
NGoLo KaNte (36472)

შენც კაი მელა ხარ ისე )

15:19 | 11.09.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

შენც კაი პროვოკატორი ხარ ისე ჩვენში რო დარჩეს მაგრამ უძლიერესი ხარ

15:12 | 11.09.2013
NAZGO (46)

მაგარი შეაგდო...

14:43 | 11.09.2013
Zico10 (9915)

ძაააან დონე ხარ ნეი, აი ძაააან ძაააააან დონეეე... შენი წინაპრების ღირსეული შთამომავალი )))

14:30 | 11.09.2013
dinamo_tiflis (3394)

ბაბუს ბებერი ))))

14:28 | 11.09.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

გუშინ ისეთი სასაცილო ბილეთი დავწერე რო განახათ მოკვდებით ღიმილით )

0.116675