ფეხბურთი

17:26 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი, პიკე და ალბა “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ მზად არიან

“ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ “ბარსელონას” ბანაკიდან კარგი ამბები ისმის – კატალონიურ კლუბს ხერარდ პიკე, ნეიმარი და ხორდი ალბა დაუბრუნდნენ.

ხერარდ პიკე “ბარსელონას” პირველი აპრილის შემდეგ ვერ ეხმარება, ხოლო ნეიმარი და ალბა 16 აპრილის შემდეგ უქმობენ. ლა ლიგის ბოლო ტურში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაში სამივე ფეხბურთელის შემთხვევაში საეჭვო იყო, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ექიმებმა მათ თამაშის ნებართვა მისცეს.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტატა მარტინომ ნეიმარი, პიკე და ალბა, ისევე როგორც პირველი გუნდის სხვა წევრები, განაცხადში შეიყვანა. განაცხადში მოხვდნენ ტრავმირებული პუიოლი და დოს სანტოსიც. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც “ატლეტიკოსთან” მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, ვიქტორ ვალდესია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელი ტრავმას გერმანიაში მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ერთმანეთს პრიმერას ბოლო ტურში, “კამპ ნოუზე” შეხვდებიან. მასპინძლებს ჩემპიონობისთვის მოგება სჭირდებათ, ხოლო სტუმრებს ხელს ფრეც აძლევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113816