თამაშგარე

11:39 | 2.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი მამა დაუგეგმავად გახდა

ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი – ნეიმარი, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. ეს ინფორმაცია ბრაზილიური საინფორმაციო სააგენტოებისათვის ადრევე გახდა ცნობილი, მაგრამ ნეიმარი და მისი მშობლები ამ ამბავს საჯაროდ უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ყველაფერი ჟურნალისტების მონაჩმახი იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნეიმარს მაინც მოუწია იმის აღაიარება, რომ თავისი მეგობარი გოგონასაგან – ფერნანდა ბაროსოსგან ნამდვილად შეეძინა ვაჟი და ბავშვს სახელად ფეხბურთელის პაპის სახელი – დავი ლუკა დაარქვეს.
19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მამობას რომ არ ელოდა, ეს უკვე მისმა მეგობრებმა გაამხილეს. როდესაც ფერნანდა ფეხმძიმედ დარჩა, ნეიმარი ნერვიულ სტრესში ჩავარდნილა, რადგან თავისი ახალგაზრდული ასაკის გამო მამობისათვის მზად არ იყო. თუმცა, მეგობარ გოგონას ორსულობის შეწყვეტა მაინც არ მოსთხოვა და როგორც ხედავთ, დღეს უკვე ბიჭის მამის ამპლუაში წარმოუდგა საზოგადოებას.
”სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის შვილის დედა, ფერნანდა ბენტუ ბაროსო ნეიმარის გულისსწორი შარშან გაზაფხულზე გახდა. ფეხბურთელსა და ფერნანდას შორის რომანი სულ რაღაც ორი თვის მანძილზე გაგრძელდა, მაგრამ ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დღეს ახალგაზრდა ნეიმარმა დაქორწინებაზე იფიქროს. ყოველ შემთხვევაში, ბრაზილიელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ნეიმარმა და ფერნანდამ შესაძლებელია უახლოეს მომავალში ოფიციალურად იქორწინონ.

0.173744