“ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ჟურნალისტებს ის ფიქრები გაუმხილა, რომლებმაც ტრავმის მიღების მომენტში შეიპყრო. შეგახსენებთ, ფეხბურთელი ორიოდ დღის წინ, ესპანეთის თასის მატჩში დაშავდა და სასწრაფოდ შესაცვლელი გახდა. მოგვიანებით კი გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნეიმარი მინდორს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება.
“ისეთ ტკივილს განვიცდიდი, შემეშინდა, მსოფლიოს ჩემპიონატიც გვერდზე არ დამრჩენოდა. საბედნიეროდ სერიოზულ ტრავმას გადავურჩი. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ სანერვიულო არაფერია. ექიმების მითითებებს დავუჯერებ და დარწმუნებული ვარ, უფეხბურთო პერიოდი სწრაფად გაივლის” – უთხრა ნეიმარმა goal.com-ს.