“ბარსელონას” ფეხბურთელებმა, ნეიმარმა და ივან რაკიტიჩმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს და ივარაუდება, რომ ისინი “მალაგასთან” გასამართი მატჩისთვის მზად იქნებიან.
“ლევანტესთან” გამართულ შეხვედრაში, რომელიც “ბარსელონამ” 5:0 მოიგო, ნეიმარმა და რაკიტიჩმა მცირე ტრავმები მიიღეს. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, ორივე მათგნმა ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, მომდევნო მატჩში, ლუის ენრიკეს განკარგულებაში იქნებიან.
“ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, “მალაგას” ეწვევა. თამაში 24 სექტემბერს გაიმართება.