ფეხბურთი

18:06 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ბრაუნმა ნამდვილად დამარტყა”

“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი აცხადებს, რომ “სელტიკთან” გამართული მატჩის დროს, შოტლანდიელთა კაპიტნის, სკოტ ბრაუნის მოედნიდან გაძევება სამართლიანად მოხდა.

“სელტიკსა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრის 59-ე წუთზე, ბრაუნისა და ნეიმარის ორთაბრძოლის დროს, არბიტრმა მასპინძელთა ნახევარმცველს მეტოქე ფეხბურთელისთვის ფეხის განზრახ ჩარტყმა დააბრალა და გლაზგოელები მოედანზე 10 კაცით დატოვა. რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება იყო.

“ბრაუნმა ნამდვილად დამარტყა. მესმის, რომ ფეხბურთში ფეხბურთელებს შორის კონტაქტი გარდაუვალია, მაგრამ მსგავსი ქმედებები უნდა შეიზღუდოს.

გუნდის მოგებით ძალიან მოხარული ვარ. როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, რთული მატჩი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაა.” – აცხადებს ნეიმარი 1:0 მოგებული თამაშის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120534