ფეხბურთი

10:58 | 15.04.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ნეიმარი “ბარსელონას” კიდევ უფრო მიუახლოვდა

კატალონიის “ბარსელონას” აგენტმა ანდრე კიურიმ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ზონაში ფეხბურთელების ძიებითაა დაკავებული, “სანტოსელი” ნეიმარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბრაზილიელი კატალონიელთა სატრანსფერო სიაში პირველ ნომრად წერია.

“ბარსელონა” ნეიმარის შეძენით დაინტერესებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელთა იმ სიას ლიდერობს, რომელთა ყიდვაც კატალონიელებს სურთ. როდესაც “ნეიმარი” “სანტოსის” დატოვებას გადაწყვეტს, მოლაპარაკებისთვის მზად ვიქნებით. საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდეც მოვიცდით. შესაძლოა, გარიგება ამ ზაფხულშივე შედგეს. ნეიმარის გადმოსვლა “ბარსას” მესიზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. თავის მხრივ, აღარც “სანტოსი” იქნება ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული”, - უთხრა კიურიმ “მარკას”.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის სახელს ლონდონის “ჩელსისაც” უკავშირებენ, მაგრამ გამოკვეთილი ფავორიტი “ბარსელონაა”.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:48 | 24.10.2013
del rey (668)

110 ში უეჭველი შევა

09:48 | 24.10.2013
del rey (668)

წლის ბოლომდე

09:25 | 23.10.2013
amigo23 (14112)

მიდი ანა შEნ გვერდით ვართ :**

13:33 | 22.10.2013
ალექსანდრე (6188)

არაუშავს მიდი ანა

12:43 | 22.10.2013
uefa (182)

SHAPATAVA, S [3]
3-6 6-3 6-4 მოიგოოო!

01:31 | 22.10.2013
MRBrownstone (1225)

ნუ მოკლედ დაიპყრო ამერიკა ....პირველი ქართველი კოლონიზატორი ...

09:47 | 24.10.2013
del rey (668)

რა მწარედ აქილიკებ

0.137208