“ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართული თამაშის გმირმა, ნეიმარმა, შეხვედრის შემდეგ, “კლასიკოში” თავისი წარმატებული დებიუტით კმაყოფილება ვერ დამალა.
“ძალიან სასიხარულოა გოლის ისეთ თამაშში გატანა, რომელშიც მონაწილეობის მიღებაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო გახარებული 3 ქულის აღებით ვარ.” – აცხადებს ნეიმარი.
შეგახსენებთ, რომ “რეალთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში, ნეიმარმა ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი, ალექსის სანჩესს საგოლე პასი გაუკეთა.