ფეხბურთი

17:54 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ადაპტაცია გამიჭირდა”

 

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი აღიარებს, რომ პრიმერადივიზიონთან ადაპტაცია გაუჭირდა და იმედოვნებს, მომავალ სეზონში თავს კარგად წარმოაჩენს.

"ეს სეზონი სასწავლო პერიოდად უფრო უნდა ჩაითვალოს. მე განსხვავებული საფეხბურთო სტილის ქვეყნიდან მოვედი და ადაპტაცია გამიჭირდა. "ბარსელონაში" ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ცხოვრებაში ადვილი არაფერია. წავაგეთ თასის ფინალი, გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ამითაც ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიმედოვნებ, მომავალი სეზონი ჩემთვის წარმატებული იქნება." - განუცხადა Sport-ს ბრაზილიელმა.

22 წლის ფეხბურთელმა გარეთ ბეილზე და ლიონელ მესიზეც გააკეთა კომენტარი:

"ბეილი კარგი ფეხბურთელია უდიდესი პოტენციალით და მან ეს ამ სეზონშიც დაამტკიცა. რაც შეეხება მესის, მასთან ერთად ყოველდღე ვვარჯიშობ და ის მსოფლიოში საუკეთესოა."

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა პრიმერადივიზიონში ჯერჯერობით 25 მატჩი ჩაატარა და თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.  

 

გიორგი ბალახაძე

თეგებინეიმარი
0.11644