ესპანური მედიის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ალვარო ნეგრედოს მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლის სურვილი აქვს.
როგორც ცნობილია, ესპანელ ფეხბურთელს მანუელ პელეგრინისთან ურთიერთობა გაუფუჭდა და კლუბის გამოცვლა სურს.
პრემიელიგის გასულ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა, აქედან სასტარტო შემადგენლობაში 21-ჯერ მოხვდა, ხოლო 11 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
“მანჩესტერ სიტიმ" ალვარო ნეგრედო გასულ სეზონში "სევილიასგან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. თავდამსხმელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მადრიდის "ატლეტიკო" ესპანელ ფეხბურთელს დიეგო კოშტას შემცვლელად მოიაზრებს.
გასულ სეზონში ალვარო ნეგრედომ ყველა ტურნირზე 49 შეხვედრა ჩაატარა. ესპანელმა 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?
კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!
რა სისუელეა
) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს