ფეხბურთი

3:07 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედომ „სელტა“ გასავარდნ ზონაში დატოვა

ლა ლიგის 26-ე ტურის ბოლო მატჩის გმირად ალვარო ნეგრედო იქცა. სწორედ მისი ჰეთ-თრიქის წყალობით მოახერხა „სევილიამ“ ზედიზედ მე-5 საშინაო თამაშის მოგება.

გასავარდნ ზონაში მყოფ „სელტას“ ნეგრედომ 2 გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა. მასპინძლებს ვიგოელებმა აუგუსტო ფერნანდესის ზუსტი დარტყმით უპასუხეს. შესვენების შემდეგ, თავი მედელმა და კვლავ ნეგრედომ გამოიჩინეს და „სევილიამ“ იოლი გამარჯვება გაიფორმა.

 

სევილია-სელტა 4:1 (2:1) 

სევილია, “სანჩეს პისხუანი 27000

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კოკე, ფასიო, ნავარო, მორენო, კონდოგბია (მადურო 76), მედელი, ნავასი, რაკიტიჩი, მანუ (რეიესი 46), ნეგრედო (ბაბა 84).

მწვრთნელი: უნაი ემერი.

სელტა (4-2-3-1): ვარასი, კასტრო, კაბრალი, დემიდოვი, ბელვისი (ლაგო 81), უბინა, ლოპესი, ფერნანდესი (დე ლუკასი 75), ბერმეხო, ორელიანა (პრანიიჩი 60), ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რეზინო.

გოლები: 1:0 ნეგრედო (12), 2:0 ნეგრედო (29), 2:1 ფერნანდესი (40), 3:1 მედელი (66), 4:1 ნეგრედო (68).

გაფრთხილებები: რაკიტიჩი 54 - კასტრო 53.

მსაჯი: დელ სერო გრანდე.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12 (7)-11 (6), კუთხური: 1-3, თამაშგარე: 8-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 11-9.

 

ბომბარდირები

მესი („ბარსელონა“) – 39, რონალდუ („რეალი“) – 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 21, ნეგრედო („სევილია“), სოლდადო („ვალენსია“) – 13.

 

შემდეგი ტური

9 მარტი

ბეტისი-ოსასუნა; რაიო-ესპანიოლი; ვალიადოლიდი-მალაგა; ბარსელონა-დეპორტივო; მალიორკა-სევილია.

10 მარტი

ბილბაო-ვალენსია; ლევანტე-ხეტაფე; სელტა-რეალი; ატლეტიკო-სოსიედადი.

11 მარტი

სარაგოსა-გრანადა.

0.114902