ესპანური “სევილიას” ფორვარდი ალვარო ნეგრედო ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის სურვილს არ მალავს. Liverpool Echo-ს ცნობით, ესპანელი ნისლიან ალბიონზე ზაფხულში გადაბარგდება.
“ინგლისის პრემიერლიგა ის ჩემპიონატია, სადაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვსინჯავ ძალებს. ზამთარში, “სევილიას” პრეზიდენტმა ინგლისიდან რამდენიმე წინადადება მიიღო, მაგრამ არც კი განუხილავს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”, - განაცხადა ნეგრედომ.
ნეგრედოს შეძენის სურვილი “ევერტონს” ჰქონდა, მაგრამ ანდალუსიელებმა ფორვარდი 13 მილიონ გირვანქა სტერლინგად დააფასეს და ტრანსფერი არ შედგა. სავარაუდოდ, მერსისაიდელები 27 წლის ესპანელის ყიდვას ზაფხულშიც ეცდებიან. აქვე გეტყვით, რომ ნეგრედოს სევილიელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ნეგრედომ 30 მატჩი ჩაატარა და 20 გოლით გამოირჩა.