ფეხბურთი

17:12 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო “სიტიში” ითამაშებს

“სევილიას” 27 წლის თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. Marca აღნიშნულ ინფორმაციას ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტის, ხოსე მარია დელ ნიდოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარიგების დეტალები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. ივარაუდება, რომ ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

ალვარო ნეგრედო “სევილიაში” 2009 წლიდან თამაშობდა. ანდალუსიელთა მაისურით ჩატარებულ 180 მატჩში მან 85 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, 27 წლის ფეხბურთელმა 42 თამაში ჩაატარა და თავი 31-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109691