ფეხბურთი

21:46 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო: “პიკემ მსაჯს სთხოვა, ჩემთვის ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა”

“მანჩესტერ სიტის” ესპანელმა თავდამსხმელმა, ალვარო ნეგრედომ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მატჩის დროს, კატალონიელთა მცველი, ხერარდ პიკე მის ყვითელი ბარათისგან დაცვას ცდილობდა.

“სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრის 28-ე წუთზე, პიკეს წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო, ნეგრედომ ყვითელი ბარათი მიიღო. კადრშიც გამოჩნდა, რომ “ბარსას” უკანახაზელი არბიტრს სთხოვდა “სიტის” ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა. დღეს, მომხდარზე მცირე კომენტარი თავად ნეგრედომ გააკეთა.

“მსაჯი ჩემს გაფრთხილებას აპირებდა და პიკემ სთხოვა, რომ მას ჩემთვის ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა. ამის გამო პიკეს მადლობელი ვარ.” – ციტირებს ნეგრედოს სიტყვებს Onda Cero.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130833