ფეხბურთი

17:43 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო ოფიციალურად “გაქალაქელდა”

27 წლის ესპანელი თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო “სიტის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. “ქალაქელთა” ვებგვერდის ცნობით, ნეგრედომ კონტრაქტი უკვე გააფორმა და 9-ნომრიანი მაისურიც მოირგო.

გარიგების დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, “სიტიმ” “სევილიას” 25 მილიონი გადაუხადა და ფეხბურთელთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ალვარო ნეკრედო “სევილიაში” 2009-13 წლებში თამაშობდა. ანდალუსიელთა მაისურით ჩატარებულ 180 თამაშში მან 85 გოლი გაიტანა.

“სიტისთვის” ეს, მიმდინარე ზაფხულში, მე-3 შენაძენია. აქამდე, “ქალაქელებმა” ფერნანდინიო და ხესუს ნავასი დაიმატეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, ინგლისურ გუნდს სტევან იოვეტიჩიც შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114195