სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:51 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო “ატლეტიკოში” გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დაკლებას თანხმდება

მანჩესტერ “სიტის” ესპანელ ფორვარდ ალვარო ნეგრედოს მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლა ისე ძლიერ სურს, რომ მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

AS-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა “ქალაქელებს” თავად სთხოვა “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკების დაწყება, ახლა კი მადრიდელებს შეუთვალა, რომ მზადაა უარი თქვას იმ ოდენობის ხელფასის აღებაზე, რასაც “სიტიში” იღებდა, ოღონდ ეს შეთანხმება შედგეს.

“ატლეტიკო” მანჩესტერელებს ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ “სიტი” კვლავინდებურად 30 მილიონს ითხოვს. შესაბამისად, დიდი ალბათობით სიტუაცია დროში გაიწელება, რაც არ აწყობს ესპანელთა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს, რომელიც უკვე ჩავიდა ესპანეთში და მომავალი სეზონისთვის მუშაობის დასაწყებად ემზადება. მას სურს, რომ თავდამსხმელი დროულად ჩართოს მოსამზადებელ პროცესში, რათა მერე პრობლემები არ შეექმნას.

“ატლეტიკო” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას მანჯუკიჩითაც გეგმავს და როგორც ჩანს, აქ სიტუაცია ბევრად უკეთესედაა. ხორვატული და ესპანური პრესის ცნობით, ის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება. 

 

0.098748