“ნეფტეხიმიკის” დირექტორმა ნაილ გაზიტულინმა რუსეთის ნაციონალური ლიგის თასზე გუნდის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ სოლომონ კვირკველიას, პორტნიაგინისა და გალიულინის გარეშე გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მან ქართველი მცველის ყაზანის “რუბინიდან” “ნეფტეხიმიკში” დაბრუნებაც არ გამორიცხა.
“გუნდის გამოსვლას თუ შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ სამი წამყვანი მოთამაშის - პორტნიაგინის, კვირკველიასა და გალიულინის გარეშე არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით. ჩვენი ახალგაზრდობა ჯერ არ არის მზად სერიოზული ამოცანების გადასაწყვეტად. კარგია, რომ ტურნირი მეორე შეკრებას დაემთხვა და არა მესამეს. კორექტივების შეტანისთვის დრო გვაქვს. არის ვარიანტი, რომ “რუბინი” ხსენებული სამი ფეხბურთელიდან რომელიმეს დაგვიბრუნებს, ან კიდევ ახალ მოთამაშეს მოგვცემს. ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რომ ჩვენმა გუნდმა პირველ ათეულში ადგილი შეინარჩუნოს. შესაძლოა, კვირკველია და გალიულინი დაგვიბრუნდნენ. ეს საკითხი სამშაბათს უნდა გადაწყდეს” - იუწყება “სპორტ-ექსპრესი” გაზიტულინის სიტყვებს.