ფეხბურთი

18:55 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედმა და ლეონარდომ იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრეს

 

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა პაველ ნედვედმა, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” დირექტორ ლეონარდოსთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე ისაუბრა. ეს ინფორმაცია “ბებერი სინიორას” სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა Sky Italia-სთან საუბარში.

“ეს სიმართლეა. ნედვედმა და ლეონარდომ იბრაჰიმოვიჩზე ნამდვილად ისაუბრეს. ზლატანი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ მის ასაკსა და ეკონომიკურ საკითხს თუ გავითვალისწინებთ, ის არაა, ვისაც ვეძებთ. რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩი ბუნებით ჩემპიონია, მაგრამ სადღეისოდ, იტალიურ კლუბებს ასეთი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების დამატება არ შეუძლიათ. ზლატანს დიდ პატივს ვცემთ. ვინ არ ისურვებდა გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლას? სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია”, - განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” თამაშობდა და პაველ ნედვედის თანაგუნდელიც გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100927