ფეხბურთი

21:35 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნებაყოფლობითი უარი მსოფლიოს ჩემპიონატს

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, ამიტომაც გასაკვირია, “რეალ სოსიედადის” მექსიკელმა ფორვარდმა კარლოს ველამ წლეულს ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარი რომ თქვა. 24 წლის ველამ განაცხადა, რომ იგი სამუნდიალე ბატალიებისთვის ფსიქოლოგიურად და ემოციურად მზად არაა. ამ ცნობას მექსიკის ფეხბურთის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, ლონდონის “არსენალის” ყოფილმა წევრმა კარლოს ველამ 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. მექსიკის ნაკრებს რაც შეეხება, მას წლევანდელი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, ხორვატიის და კამერუნის ნაკრებებთან მოუწევს შებმა.

0.120767