NCAA-ს "ოთხთა ფინალის" გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს "მიჩიგანისა" და "ლუისვილის" უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალზე დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის პირველ ნახევარში "მიჩიგანი" დაწინარუდა 12-ქულიანი სხვაობით, თუმცა დროულად გამოფხიზლდა "ლუისვილის" ლიდერი ლუკ ჰენკოკი, რომელმაც დიდ შესვენებამდე მეტოქეს 14 ქულა ჩაუგდო და პირველი ტაიმი საკუთარ კლუბს 1-ქულიანი სხვაობით მოაგებინა.
მატჩის მეორე ნახევარში "ლუისვილმა" მოპოვებული მცირე სათამაშო უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვა და საბოლოოდ 6-ქულიანი სხვაობით იმარჯვა - 82:76.
"ოთხთა ფინალის" MVP, რაღა თქმა უნდა, ლუკ ჰენკოკი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში "ლუისვილს" 20 ქულა მოუტანა, ხოლო ფინალი 22 ქულით დაასრულა.