ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ის იშვიათი დღე გახლდათ, როდესაც მოედანზე ორივე ქართველი კალათბურთელი ვიხილეთ, თუმცა, ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ჯამში ათიოდ წუთი ითამაშეს.
ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” “ტორონტო რეპტორზს” უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 9 ქულის სხვაობით ამარცხებდა, საბოლოოდ, 98:102 წააგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, 4 პერსონალური ფოლი მალე “აკრიფა” და მოედანზე მხოლოდ 08:56 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში ზაზამ ერთადერთი ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და აქტივში ერთადერთი პასი ჰქონდა.
მილუოკელთაგან ყველაზე უკეთ ფაჩულიას შემცვლელი ჯონ ჰენსონი გაისარჯა, რომელმაც 39 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ორმაგი დუბლი შეასრულეს ჯეფ ადრიენმა (19 ქულა, 12 მოხსნა) და რამონ სეშენსმა (13 ქულა, 10 მოხსნა).
“რეპტორსის” მხრიდან დაბლ-დაბლით ლიტველი ცენტრი იონას ვალანჩიუნასი (17 ქულა, 13 მოხსნა) გამოირჩა, გრეივის ვასკესმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დემარ დეროზანმა 23 ქულა მიითვალა.
“ბაქსმა” 14 მოგების წილ 63 მარცხი მიითვალა და ეს კლუბის, ანტირეკორდია. ასეთი წარუმატებელი სეზონი მილუოკელებს ისტორიის განმავლობაში არ ჰქონიათ და დიდი ალბათობით, მას კიდევ უფრო გააუარესებენ. ფაჩულიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 10 აპრილის დილას შინ ცენტრალური დივიზიონის ლიდერ “
თუკი “მილუოკის” პლეი-ოფში არაფერი ესაქმება, იქ თამაში განაღდებული აქვს თორნიკე შენგელიას “ბულსს”. ჩიკაგოელებმა სეზონში 45-ე მოგება (96:78) დედაქალაქში “ვაშინგტონ უიზარდსთან” იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ინარჩუნებს.
გასულ შეხვედრაში შენგელია დასკვნით 01:50 წუთს გამოჩნდა და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ამასთან მას ერთხელ დაუფარეს.
ჩიკაგოელთაგან 25 ქულა დი ჯეი აუგუსტინმა ჩააგდო, საუკეთესო მოთამაშედ კი ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა დასახელდა, რომლის აქტივშიც 21 ქულა და 12 მოხსნა გახლდათ. ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა მარჩინ გორტატმა 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო ჯონ ვოლის მონაგარი 20 ქულა იყო.
10 აპრილს “ჩიკაგო” “მინესოტა ტიმბერვულვზს” ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტყუილა აგინებთ ტიბოდოს... მაგარი მწვრთნელია და თუ იმსახურებს აძლევს კიდევაც შანსს, თოკო ჯერ პატარაა და აქ დრო რო განვითარდეს და თუ მოინდომებს და კარგად ივარჯიშებს მაგაზე მაგარ მწვრთნელს ვერ ნახავს, აგუსტინი არავინ არ იცოდა მაგრამ მიცეს შანსი და გამოიყენა, კიდევ ბევრი მაგალითის თქმა შეიძლება, თან რაც ყყველაზე მაგარია ეგეთი მებრძოლი გუნდი მეორე არ არის, დუხით უგებენ უმეტესობას, ჭამენ რასაც ქვია და მაგ გუნდში თუ დაიმკვიდრა ადგილი მერე არსად აღარ გაუჭირდება, მთავარია მოინდომოს თოკომ და ტიბოდო შანსს აუცილებლად მიცემს... წარმატებები თოკოს
))
ვაშა თოკო, როგორც იქნა ისროლა, როგორც იქნააააა

მგონი პირველი სროლაა წელს ეგ თოკოსი (ქულა კი არა, სროლა), ნუ თუ წელს არა, ბულსში მაინც
თავი ქუდში აქვს ბულსს და დაასვენონ ძირითადები და ათამაშონ ეს ბიჭი
რავი 7 კაცს ფაქტიურად არ ასვენებს ეგრე თამაშობს და ტრამვას როგორ არავინ ღებულობს დაიმტვრეს რა 2 კაცი და მიეცემა შანსი!!
რა სიბოროტეა
მეც მაგას ვიძახი ხოლმე გულში 
მოკლედ ტიბიდოს ფრთხილი დე და მო ვ ტ ყ ან
ტიპი 28 ქულით იგებდა 5 წუთი იყო დარჩენილი და მაშინ შემოუშვა ტონი სნელი და კიდე ვიღაც დ ამერე წუთი და 50 იყო დარჩენილი თოკო რომ შემოიყვანა,თოკო კარგად შეიჭრა საჯარიმოში მაგრამ ისეთი დააფარეს იმ ნაბო ზ რ ე ბმა გული კინაღამ გამიჩერდა
ნუ ეგ არაფერია მაგრამ ეგ რომ ჩაეგდო მაგარი იქნებოდა სუფთა ინდივიდიუალური )))) თოკოს რომ დააფარეს ვაშინგტონი შეტევაზე მიდიდოდა და ამ დროს აგუსტინმა ჩაჭრა ეგ და თოკო იყვნენ ფართან მარტო და ჩერეზ ფარი უპასა და თოკომ ჩატენა ,დი ჯეი მაგარი კაცია ძაან ))) მაგრამ ამ ტიბიდოს რა დე დ ის ხვნა უნდა ვე რ გავიგე ყველაფერი განაღდებული აქვს და უნდა მიცეს შანსი ტო გუშინ 6 7 წუთი თავისუფლად უნდა დაეთმო რა) კიდევ ერთხელ დავძენ მაგის დ დდდსტრკ მვტყნ !
უსამართლობაა, თოკოს საერთოდ არ აძლევენ შანსს...
წარმატებები ბიჭებო !
ე ბიჭო გაინაღდა გუნდმა პლეიოფი და აინდამაინც მესამეზე და მეორეზე უნდა გავიდნენ? ათამაშე რა და დაასვენე ძირიტადი