გამთენიისას, ნბა-ში 2012-13 წლების სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულდა და 20 აპრილიდან ტურნირის ყველაზე საინტერესო ნაწილი – პლეი ოფი აიღებს სტარტს.
დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა გახლდათ შეძლებდა თუ არა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" პლეიოფში გასვლას და რომელი ადგილით მოახერხებდა ამას.
დასავლეთ კონფერენციაში, მერვე ადგილისათვის მებრძოლი "იუტა" "მემფისს" ეწვია და უშანსოდ დამარცხდა 16 ქულიანი სხვაობით 86:70. ამ წაგების შემდეგ "ჯაზმენებმა" ყველანაირი შანსი გადაიწურეს პლეი ოფში მოხვედრისა, შესაბამისად "ლეიკერსს" შეეძლო ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ეთამაშა საშინაო მატჩი "ჰიუსტონის" წინააღმდეგ და წარმატების შემთხვევაში მეშვიდე საფეხურამდე აღზევების შანსიც ჰქონდა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მატჩის პირველ ნახევარში "ჰიუსტონმა" მეტოქე აშკარად დაჩაგრა სისწრაფეში, რის შედეგადაც კევინ მაკჰეილის დამოძღვრილები დიდ შევენებაზე 6 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 50:44. მაიკ დანტონიმ დროულად მოახერხა თავისი გუნდის გამოფხიზლება, გადამწყვეტ მომენტში კალიფორნიელთა შორის ლიდერობა ესპანელმა პაუ გასოლმა ითავა, რომელიც ყველაფერს იდეალურად აკეთებდა, საკუთარ კალათზე ხსნიდა ბურთებს, თანაგუნდელებს შედეგიანი პასებით ამარაგებდა და შეტევაშიც უხვად იხვეჭდა ქულებს. სამწამიან ზონაში მედგრად იდგა დუაიტ ჰოვარდიც, რომელმაც ბევრი არაფერი გააბედინა თურქ ცენტრ ომერ აშიკს. საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე მასპინძლები ჯოდი მიქსის ზუსტი საჯარიმო ტყორცნების შემდეგ 3 ქულით დაწინაურდნენ 90:87, თუმცა საპასუხო შეტევაში ჩენდლერ პარსონსმა 9 მეტრიდან ანგარიშის გამთანაბრებელი სამიანი ჩასვა საფინალო სირენასთან ერთად და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა 90:90.
დამატებით ხუთ წუთში "ლეიკერსმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათ მშვენივრად შეუძლიათ დაცვაში თამაში, რადგან არცერთი გააზრებული კომბინაციის გათამაშების უფლება არ მისცა "ჰიუსტონს", პაუ გასოლმა და ჯეიმს ბლეიკმა მნიშვნელოვანი ქულები ჩაუგდეს მეტოქეს და საბოლოოდ უმძიმესი გამარჯვება მოიპოვეს 99:95, რისი წყალობითაც "ლეიკერსმა" სატურნირო ცხრილში გადაასწრო "როკეტს" და მეშვიდე პოზიციაზე ჩაამთავრა რეგულარული, რაც მათ საშუალებას მისცემს პლეი ოფის პირველ რაუნდში "სან ანტონიოს" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის გმირი ესპანელი მძიმე ფროვარდი პაუ გასოლი გახდა, რომელმაც კარიერაში მეშვიდე სამმაგი დუბლი შეასრულა 17 ქულა, 20 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა.
"ბრუკლინმა" რეგულარული გათამაშების ბოლო მატჩში 4 ქულიანი სხვაობით მოახერხა საკუთარ არენაზე "დეტროიტის" დამარცხება 103:99. სამწუხაროდ მასპინძელთა ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მცირე ტრავმის გამო.
"ნეთსმა"(49-33) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეიოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობაც მიიღო "ჩიკაგო ბულზის" (45-37) წინააღმდეგ.
"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "პორტლენდი" დაამარცხა 99:88, სტეფ კარიმ კი რეი ალენის რეკორდი მოხსნა, ჩააგდო რა რეგულარული სეზონის განმავლობაში 272 შორეული (სამქულიანი) ტყორცნა.
ტორონტო - ბოსტონი 114:90 (31:30, 28:19, 37:21, 18:20)
ტორონტო: ლოური (9), დეროუზანი (24), ვალანჩუნასი (18), ჯონსონი (6), გეი (19); ლუკასი (7), ანდერსონი (16), ეისი (4), ფილდსი (8), გრეი (3)
ბოსტონი: ბრედლი (11), პირსი (11), ვილკოქსი (2), ბასი (6), გრინი (9); რენდოლფი (5), კროუფორდი (16), ლი (8), ვაითი (8), უილიამსი (12), მელო (2)
ბრუკლინი - დეტროიტი 103:99 (29:18, 31:30, 23:18, 20:33)
ბრუკლინი: უილიამსი (8), ჯონსონი (10), ლოპესი (20), ევანსი (7), ვოლესი (5); სტეკჰაუსი (6), ჰამფრიზი (11), ბოგანსი (3), ბლაჩი (15), ვოტსონი (6), ბრუქსი (2), ტელეტოვიჩი (8), ტეილორი (2)
დეტროიტი: ნაითი (7), სტაკი (11), დრამონდი (13), მონრო (12+12მ), სინგლერი (4); მიდლეტონი (10), ჟერებკო (6), ბაინამი (23), ენგლიში (7), კრავცოვი (6), ვილიანუევა
ნიუ იორკი - ატლანტა 98:92 (25:16, 20:23, 29:29, 24:24)
ნიუ იორკი: შამპერტი (18), პრიჟიონი (8), ბარონი (11+18მ), ვაითი (20), კოუპლენდი (33); ნოვაკი (3), რიჩარდსონი (5)
ატლანტა: სტივენსონი (2), მაკი (14), სკოტი (23+14მ), ჯონსონი (12), ჯენკინსი (20); ტოლივერი (8), ჯონსი (11), პეტრო (2)
შარლოტი - კლივლენდი 105:98 (34:16, 19:31, 23:22, 29:29)
შარლოტი: ვოკერი (24), ჰენდერსონი (15), ბიიომბო (8), მაკრობერტსი (20), კიდ გილკრისტი (11); ტეილორი (6), ადრიენი (7), ტომასი (2), პარგო (5), გორდონი (7)
კლივლენდი: ირვინგი (24+10პ), ელინგტონი (13), ზელერი (6), ტომფსონი (8), ჯი (13); ვეიტერსი (16), სპეითსი (6), ლივინგსტონი (2), კასპი (8), ჯონსი (2)
მაიამი - ორლანდო 105:93 (29:20, 26:27, 30:27, 20:19)
მაიამი: კოული (9), ვეიდი (21), ჰასლემი (4), ჰოვარდი (12), მილერი (21); ალენი (10), ბეტიე (5), ანდერსონი (5), ლუისი (16), ჯონსი, ვარნადო, ენტონი (2)
ორლანდო: უდრიხი (13+14პ), მური (11), ვუჩევიჩი (20+13მ), ჰარისი (19), ჰარკლესი (10); ლემბი (2), ნიკოლსონი (12), ჯონსი (6), ოქვინი
ინდიანა - ფილადელფია 95:105 (16:25, 21:34, 31:26, 27:20)
ინდიანა: ოგუსტინი (3), სტივენსონი (12), მაინმი (5), ტ.ჰენსბრო (10), გრინი (34); პენდერგრაფი (12), ჯონსონი (2), იანგი (4), პლამლი (2), ბ.ჰენსბრო (11)
ფილადელფია: ჰოლიდეი (5), ვილკინსი (15), ჰოუსი (3), იანგი (10), თერნერი (16); ალენი (11+11მ), რაიტი (23), მოუტრი (14+12მ), ჯა.ჰოლიდეი (8), იანგი
ჩიკაგო - ვაშინგტონი 95:92 (31:15, 21:32, 22:21, 21:24)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (18), ბატლერი (13), მოჰამედი (17), ბუზერი (19+15მ), დენგი (5); ბელინელი (4), ნოა, გიბსონი (8), რობინსონი (9), ჰამილტონი (2), კუკი
ვაშინგტონი: ვოლი (23), ტემპლი (6), სერაფინი (10), ბუკერი (10), მარტინი; სინგლეტონი (13), პრაისი (24), კოლინსი (2), ვესელი (4)
მემფისი - იუტა 86:70 (17:17, 23:21, 25:13, 21:19)
მემფისი: კონლი (14), ალენი (8), გასოლი (4), რენდოლფი (25+19მ), პრინსი (2); დევისი (4), ბეილისი (3), დულინგი (6), პოინდექსტერი (5), არტური (11), დაიე (4)
იუტა: მო.უილიამსი (8), ფოი (7), ჯეფერსონი (22+16მ), მილსეპი (6), ჰაივარდი (9); ფეივორსი (4), მა.უილიამსი (6), ტინსლი, ბარქსი 98), ევანსი
დალასი - ნიუ ორლეანი 99:87 (19:18, 28:21, 28:25, 24:23)
დალასი: ჯეიმსი (9), მეიო (5), კამანი (6), ნოვიცკი (16), მერიონი (15); კოლისონი (25), კარტერი (9), რაიტი (4), კრაუდერი (4), მოროუ (2), ბრენდი (2), ბ.ჯეიმსი (2), აკოგნონი
ნიუ ორლეანი: რობერტსი (13), გორდონი (16), ლოპესი (14+13მ), ანდერსონი (13), ამინუ (16+20მ); ამუნდსონი (6), ანრი (6), მეისონი (3), მილერი, ჰარისი
სან ანტონიო - მინესოტა 95:108 (24:30, 37:26, 15:24, 19:28)
სან ანტონიო: პარკერი (15), გრინი (4), ბონერი (7), დანკანი (17+14მ), ლეონარდი (4); ნილი (17), ჯინობილი (2), ბლერი (10), ჯოზეფი (2), ბაინესი (4), ბაინესი (4), დე კოლო (4), მილსი (9)
მინესოტა: რუბიო (12), რიდნური (9), სტიმსმა 912), უილიამსი (21), კირილენკო (5); ბარეა (10), ბადინგერი (15), შვედი (6), კანინგემი (10), ჯონსონი (5), ჟელაბალი (3)
ოკლაჰომა - მილუოკი 89:95 (30:21, 21:24, 19:23, 19:27)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (4), სეფალოშა (6), ტაბიტი (4), იბაკა (8), ჯონსი (14); ლემბი (13), ჯექსონი (23), ორტონი (5), ბრიუერი (2), ფიშერი (7), ლიგინსი (3)
მილუოკი: ჯენინგსი (17), ელისი (2), ჰენსონი (28+16მ), მბა მუტე, იუდო (4); დანლივი (14), სმიტი (7), აიონი (8), რედიკი (12), დანიელსი (3)
დენვერი - ფინიქსი 118:98 (35:20, 31:20, 25:29, 27:29)
დენვერი: ლოუსონი (14), ფურნიე (10), კუფოსი (11), ჩენდლერი (21), იგუდალა (20); მაკგი (2), ბრიუერი (4), რენდოლფი (11+14მ), მილერი (3), მოზგოვი (10), ჰამილტონი (8), მილერი (4)
ფინიქსი : მარშალი (2), ჯონსონი (12), სკოლა (17), მარკიფ მორისი (4), ტაკერი (14); დადლი (5), ბისლი (13), მარკუს მორისი (4), ჰადადი (14), გარეტი, ბრაუნი (13)
ლეიკერსი - ჰიუსტონი 99:95 (21:24, 23:26, 22:21, 24:19, 9:5)
ლეიკერსი: ბლეიკი (24), მიქსი (9), ჰოვარდი (16+18მ), გასოლი (17+20მ+11პ), ვორლდ ფისი (12); ჯეიმისონი (16), მორისი (5), კლარკი, გუდლოქი
ჰიუსტონი: ლინი (12), ჰარდენი (30), აშიკი (8), პარსონსი (23), სმიტი (8); ჯონსი (4), დელფინო, ბევერლი (6), გარსია (4)
საკრამენტო - კლიპერსი 108:112 (26:27, 20:27, 24:24, 38:20)
საკრამენტო: ტომასი (15+10პ), ტორნტონი (21), კაზინსი (36+22მ), ტომფსონი (8), სალმონსი (2); აუთლო (17), პატერსონი (5), ფრედიტი (2), ოლდრიხი (20
კლიპერსი: პოლი (25+11პ), ბილაფსი (17), ჯორდანი (8), გრიფინი (7), ბატლერი (11); კროუფორდი (24), ბარნსი (12), ჰოლინზი (4), ბლედსოუ, ოდომი (4)
პორტლენდი - გოლდენ სტეიტი 88:99 (17:24, 19:26, 27:16, 25:33)
პორტლენდი: ლილარდი (21), ბარტონი (15), ჰიქსონი (2), ოლდრიჯი (30+21მ), კლავერი; ლეონარდი (7), პავლოვიჩი (6), მეინორი, ფრილენდი (7)
გოლდენ სტეიტი: კარი (15), ტომფსონი (24), ბოგატი (2), ლი (20+10მ), ბარნსი (8); ეზელი (2), ჯეკი (14), ლენდრი (10), ბაზემოური, ჯეფერსონი (4)
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა |
82 | 60 | 4 | 2 | 22 | 8669:7914 | 0.732 | |
2. | სან ანტონიო |
82 | 58 | 4 | 3 | 24 | 8448:7923 | 0.707 | |
3. | დენვერი |
82 | 57 | 4 | 2 | 25 | 8704:8287 | 0.695 | |
4. | კლიპერსი |
82 | 56 | 0 | 2 | 26 | 8289:7760 | 0.683 | |
5. | მემფისი |
82 | 56 | 4 | 1 | 26 | 7659:7319 | 0.683 | |
6. | გოლდენ სტეიტი |
82 | 47 | 2 | 2 | 35 | 8296:8223 | 0.573 | |
7. | ლეიკერსი | 82 | 45 | 3 | 0 | 37 | 8381:8286 |
0.549 |
|
8. | ჰიუსტონი | 82 | 45 | 0 | 4 | 37 | 8688:8403 |
0.549 |
|
9. | იუტა |
82 | 43 | 3 | 3 | 39 | 8038:8045 | 0.524 | |
10. | დალასი |
82 | 41 | 3 | 8 | 41 | 8293:8342 | 0.500 | |
11. | პორტლენდი |
82 | 33 | 5 | 1 | 49 | 7995:8255 | 0.402 | |
12. | მინესოტა |
82 | 31 | 1 | 1 | 51 | 7851:8045 | 0.378 | |
13. | საკრამენტო |
82 | 28 | 0 | 4 | 54 | 8219:8619 | 0.341 | |
14. | ნიუ ორლეანი |
82 | 27 | 1 | 3 | 55 | 7714:8031 | 0.329 | |
15. | ფინიქსი |
82 | 25 | 3 | 2 | 57 | 7805:8335 | 0.305 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი |
82 | 66 | 5 | 1 | 16 | 8436:7791 | 0.805 | |
2. | ნიუ იორკი |
82 | 54 | 0 | 2 | 28 | 8196:7849 | 0.659 | |
3. | ინდიანა |
81 | 49 | 2 | 3 | 32 | 7674:7348 | 0.605 | |
4. | ბრუკლინი |
82 | 49 | 5 | 0 | 33 | 7944:7798 | 0.598 | |
5. | ჩიკაგო |
82 | 45 | 4 | 2 | 37 | 7641:7615 | 0.549 | |
6. | ატლანტა |
82 | 44 | 4 | 1 | 38 | 8032:7999 | 0.537 | |
7. | ბოსტონი |
81 | 41 | 7 | 4 | 40 | 7818:7836 | 0.506 | |
8. | მილუოკი |
82 | 38 | 3 | 3 | 44 | 8108:8231 | 0.463 | |
9. | ფილადელფია |
82 | 34 | 2 | 1 | 48 | 7640:7914 | 0.415 | |
10. | ტორონტო |
82 | 34 | 2 | 7 | 48 | 7971:8092 | 0.415 | |
11. | დეტროიტი |
82 | 29 | 0 | 3 | 53 | 7778:8105 | 0.354 | |
12. | ვაშინგტონი |
82 | 29 | 0 | 5 | 53 | 7644:7852 | 0.354 | |
13. | კლივლენდი |
82 | 24 | 0 | 1 | 58 | 7913:8297 | 0.293 | |
14. | შარლოტი |
82 | 21 | 3 | 1 | 61 | 7661:8418 | 0.256 | |
15. | ორლანდო |
82 | 20 | 1 | 3 | 62 | 7718:8291 | 0.244 |