ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 2015 წლის აგვისტოში NBA-ს გუნდების მონაწილეობით სამხრეთ აფრიკაში საჩვენებელი მატჩი ჩაატაროს.
მართალია, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 2003 წლიდან აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში მართავს საწვრთნელ ბანაკს სახელწოდებით “კალათბურთი საზღვრებს გარეშე”, რომელშიც NBA-ს ვარსკვლავები მონაწილეობენ, მაგრამ მატჩი გუნდების მონაწილეობით აფრიკის კონტინენტზე ჯერ არ ჩატარებულა.
აღსანიშნავია, რომ NBA პირველი პროფესიული ლიგაა, რომლის გუნდების მონაწილეობით აფრიკის კონტინენტზე მატჩი ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის მონაწილე გუნდების ვინაობა. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.