ფეხბურთი

22:20 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალური მატჩების მოლოდინში

1996 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები 18 თებერვალს გაიმართა.
,,ტორპედოს” ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე იმერეთის პირველმა გუნდმა იმერეთი-2-ს 2:0 სძლია და პირველ მატჩში დამარცხებისთვის (1:2) სრულფასოვანი რევანში აიღო.
სტუმრად სამეგრელოს პირველ გუნდთან 0:3 დამარცხების შემდეგ, მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს აჭარლებმა, თუმცა ნახევარფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
გაცილებით დაძაბულად წარიმართა დანარჩენი ორი წყვილის მეოთხედფინალური შეხვედრები.
კახეთის რეგიონის ჭაბუკებმა თბილისის პირველ გუნდთან 1:1 ითამაშეს და ვინაიდან პირველი შეხვედრაც ფრედ (2:2) ჰქონდათ დამთავრებული, სტუმრად გატანილი მეტი ბურთის ხარჯზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
რაც შეეხება თბილისის მეორე გუნდს, ისინი სამხრეთ ოსეთის ჭაბუკთა ნაკრებს უგოლო ფრით _ 0:0 დაუზავდნენ და შემდეგ ეტაპზე პირველ მატჩში გამარჯვების (3:2) ხარჯზე გავიდნენ.
ამრიგად ნახევარფინალში მოასპარეზე ჭაბუკთა რეგიონალური ნაკრებები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
იმერეთი-1 _ სამეგრელო-1
კახეთი _ თბილისი-2
ნახევარფინალების პირველი მატჩები 20-21 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 24 თებერვალს ჩატარდება.

ვახტანგ დათიაშვილი

0.161431