შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აღმოსავლეთგერმანიის ქალაქ ჰალეს საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში დამაჯერებელი მოგებით გავიდა. დიდი სლემის შეჯიბრებების 17-გზის ჩემპიონმა “მხიარულმა როჯერმა” მეოთხედფინალში გერმანიის სახელით მოთამაშე მიშა ზვერევს “მშრალი ანგარიშით” 6:0, 6:0 მოუგო.
ასეთი დონის შეხვედრებისთვის მატჩი უჩვეულოდ სწრაფად, 39 წუთში დასრულდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ფედერერმა 6 ბრეიკი და 4 ეისი განახორციელა და სანახევარფინალო ოპონენტს ელის.
როჯერის მოწინააღმდეგეს გერმანელი ტომი ჰაასისა და ფრანგი გაელ მონფისი ორთაბრძოლა გამოავლენს.
შეგახსენებთ, შარშან ჰალეს ტურნირის ფინალში ერთმანეთს ჰაასი და ფედერერი შეხვდნენ და გერმანელმა 2 სეტით მოახერხა შვეიცარიელის ძლევა.