გერმანიის ქალაქ ვერსმოლდში გრძელდება საჩოგბურთო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი), სადაც საქართველოს ღირსებას სოფო შაფათავა იცავს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქვეყნის პირველმა ჩოგანმა საწყის მატჩში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელი ანტონია ლოტნერი 6:3, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) გაეჯიბრება.
საინტერესოა, რომ წყვილთა შეჯიბრში სოფო სწორედ ანასტასიასთან გახლავთ შეამხანაგებული და უკვე ნახევარფინალში გასვლაც მოახერხა.
მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ და ვასილიევამ ჩეხ ბირნეროვას და რუს ბიჩკოვას 7:5, 6:2 სძლიეს, შემდეგ კი იაპონელ ტანაკას და ჰონკონგელ ჟანგსაც აჯობეს – 6:4, 4:6, 13:11.
ნახევარფინალში ქართულ-უკრაინული წყვილი პირველი რეიტინგის მქონე კანადურ-კოლუმბიურ დუეტს (დაბროვსკი/დუკუე-მარინო) ეთამაშება.