სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:07 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ანგარიში გათანაბრდა

თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” მე-2 გასვლითი მატჩის მოგებამდე მცირედი დააკლდა, თუმცა კი, მოედნის უპირატესობა უკვე დაბევებული აქვს.

“ბანვითთან” მე-2 მატჩი სტამბულელებმა 67:69 დათმეს, შემდეგი 2 შეხვედრა კი “გალას” სარბიელზე შედგება და თუ მასპინძლებმა წარმატებითით ითამაშეს, ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

გასულ მატჩში მარკოიშვილმა ორივე გუნდის კალათბურთელთაგან ყველაზე მეტი დრო ითამაშა. ქართველმა მცველმა მოედანზე 36:39 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

მანუჩარმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

“გალათასარაის” 19 ქულით კარლოს აროიომ ულიდერა, “ბანვითის” რიგებში კი საუკეთესო ეარლ როულენდი იყო 18 ქულით და 6 პასით.

28 და 30 მაისს სტამბულელები შინ ითამაშებენ, ხოლო თუკი მე-5 შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო, მას “ბანვითი” 2 ივნისს მიიღებს.

მე-2 ნახევარფინალურ სერიაში “ფენერბაჰჩე” “ქარშიაქას” 2:0 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110748