კალათბურთი

20:13 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალის სერიების მეორე სერიის წინ

საქართველოს რიგით 23-ე საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური სერიები მოლოდინისამებრ საინტერესოდ დაიწყო, ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში, ხოლო მომდევნო შეხვედრებში, რომლებსაც ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ, მაყურებელს ასევე მიმზიდველი პაექრობების ხილვის საშუალება ექნება.

კალათბურთში დაახლოებით თანაბარძალოვანი მოწინააღმდეგეების მატჩში ხშირად გადამწყვეტი ერთი ეპიზოდი შეიძლება გახდეს. შეხვედრის მიწურულს გუნდებს ყურადღებით თამაში მართებთ და ერთადერთი უზუსტობა მარცხის მიზეზი ხდება. ამგვარ ამბავთან გვქონდა საქმე “არმიასა” და “ქუთაისის” დაპირისპირებისას, როდესაც სტუმრებმა მატჩის ჯერ მოგების, შემდეგ კი ოვერტაიმში გადაყვანის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.

საქართველოს თასის მოქმედი მფლობელისა და შარშანდელი პირველობის ბრინჯაოსმედალოსნის შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მატჩში პირველი 7 ქულა არმიელებმა გააკეთეს, თუმცა, ქუთაისელებმა პირველსავე პერიოდში წინ გასვლა მოახერხეს. საწყისი მეოთხედის მიწურულს და მეორეს დასაწყისში უკეთ კოტე ტუღუშის გუნდი გამოიყურებოდა, რიონისპირელები შეცდომებს უშვებდნენ და ლაშა ფარღალავას ზედიზედ ორჯერ ზუსტად შესრულებული ორქულიანების შემდეგ მასპინძლები 34:23 დაწინაურდნენ. ეს მატჩის ყველაზე დიდი სხვაობა გახლდათ. ამის შემდეგ მალხაზ კოხრეიძის გუნდმა თამაში დაალაგა და სხვაობამაც კლება იწყო. მესამე პერიოდის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე ლევან ცეკვავას სამქულიანის შემდეგ თანაფარდობა აღდგა და დაძაბულობა საფინალო სირენამდე აღარ განელებულა.

მატჩის ბოლო წუთებზე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. 65:65, 65:68 (ცეკვავას სამიანი), 68:68 (ფარღალავას სამიანი), 68:70, 70:70, 70:72, 72:72 – ასეთი გახლავთ “ტაბლოს დინამიკა” ბოლო 3 წუთის განმავლობაში. 72:72-ზე შეტევა “ქუთაისმა” წამოიწყო. ამ დროს ფინიშამდე 30 წამიღა იყო დარჩენილი. სტუმრებმა იერიში სათანადოდ ვერ გამოიყენეს და სირენამდე 6 წამით ადრე ბურთის გათამაშება არმიელები შეუდგნენ. აკაკი დვალიშვილი ტყორცნის მომენტში დაჯარიმდა გიორგი შარაბიძეზე და არმიელთა მეფარეს დასრულებამდე 0,7 წამით ადრე 2 საჯარიმო ტყორცნის საშუალება მიეცა. არადა, ქუთაისელთათვის უმჯობესი იქნებოდა, ჯარიმა მოწინააღმდეგის ტყორცნამდე მიეღოთ. შარაბიძემ ერთი სროლა ზუსტად გამოიყენა, ანგარიში 73:72 გახადა, ქუთაისელებს კი დარჩენილი დრო ორქულიანი შეტევის დასაგვირგვინებლად არ ეყოთ.

საბოლოოდ არმიელთა მოგებას და სერიაში დაწინაურებას დაუმსახურებლად არ მივიჩნევთ, თუმცა, ”ქუთაისს” დასკვნით ეპიზოდებში მეტი ყისმათი რომ გამოევლინა და უფრო დაკვირვებით ეთამაშა...

“დინამოსა” და “ბათუმის” დაპირისპირებისას თანაბარი ორთაბრძოლა პირველ ტაიმსა და მესამე პერიოდის საწყის წუთებში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ირაკლი ხოშტარიას გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა. ზღვისპირელთა რიგებში ჩვეული თამაში ვერ აჩვენეს ჯუნიორ ქედუგინმა და ჯერემი სეფოლდმა, ჯეიმი ჯექსონის დისკვალიფიკაციამ (ბათუმელთა ლეგიონერი და გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ივანე მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე შეიბნენ, რასაც მუშტი-კრივი და სამართლიანი გაძევება მოჰყვა) სტუმრები ფსიქოლოგიურად გატეხა, რეგულარული პირველობის გამარჯვებული “დინამო” კი ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს “არმია”-“ქუთაისი”, “დინამო”-“ბათუმი”. დღეს მოგებულები უპირატესობის გაზრდას, ხოლო დამარცხებულები რევანშის აღებას შეეცდებიან, რაც ორივე მატჩს ინტრიგას სძენს.

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე არმია 73 - 72 ქუთაისი 2014-05-09, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
არმია 26 16 12 19 73
ქუთაისი 19 18 16 19 72
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 11:26 0 0 0 0 3 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
5 ზვიად ბაბიაშვილი 28:26 10 16 62.5 0 1 0 0 1 0 6 4 10 2 3 2 1 1 20
6 ანატოლი ბოისა 16:40 0 0 0 0 4 0 1 2 50 1 4 5 4 2 1 2 0 1
7 მიხეილ ბერიშვილი * 35:23 2 5 40 1 3 33.3 0 0 0 2 4 6 4 4 2 1 0 7
9 ბუბა კვიმსაძე 04:03 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 2 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია * 14:33 2 6 33.3 0 0 0 1 3 33.3 1 2 3 0 4 2 0 0 5
13 ბექა წივწივაძე * 32:41 2 3 66.7 1 4 25 4 4 100 0 2 2 8 2 3 1 0 11
23 გიორგი შარაბიძე * 29:31 6 9 66.7 0 0 0 2 4 50 4 3 7 1 3 2 1 0 14
24 გიგა კვეტენაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ტატო ჩაჩიბაია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
50 ლაშა ფარღალავა * 27:17 3 6 50 2 8 25 3 5 60 0 3 3 3 3 1 0 0 15
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
3 3 6 0 0 0 0 0 0
25 45 55.56 4 23 17.39 11 19 57.89 17 27 44 22 22 15 6 1 73
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 30:36 0 4 0 0 3 0 0 0 0 0 2 2 7 1 1 0 0 0
6 ლევან გრძელიძე 21:34 3 3 100 0 0 0 0 1 0 0 2 2 0 2 0 2 0 6
7 რევაზ დიდია * 34:18 1 3 33.3 2 5 40 0 2 0 1 6 7 1 3 1 2 1 8
8 ლევან ცეკვავა * 34:18 2 5 40 4 8 50 4 4 100 1 2 3 5 3 3 2 0 20
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 00:29 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე 05:16 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2
14 ავთანდილ ლომინაშვილი 17:34 7 9 77.8 0 0 0 4 6 66.7 2 3 5 0 4 0 0 0 18
15 გიორგი ბარბაქაძე * 23:12 0 1 0 2 6 33.3 2 2 100 0 1 1 4 2 4 2 0 8
21 აკაკი დვალიშვილი * 32:43 4 11 36.4 0 1 0 2 2 100 2 7 9 2 3 2 1 2 10
22 ბექა ქორიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 3 5 0 0 0 2 0 0
18 37 48.65 8 23 34.78 12 17 70.59 8 26 34 19 18 13 9 3 72
ქ. თბილისი, სპორტის სასახლე დინამო 68 - 57 ბათუმი-რსუ 2014-05-09, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
დინამო 19 15 23 11 68
ბათუმი-რსუ 17 21 8 11 57
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 35:13 3 8 37.5 0 2 0 2 4 50 1 2 3 9 2 6 1 0 8
5 იოსებ ლეჟავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი * 31:12 6 13 46.2 0 0 0 2 2 100 2 8 10 5 3 1 0 0 14
7 ბესიკ ლეჟავა * 33:46 2 5 40 3 5 60 0 0 0 0 3 3 0 3 3 0 0 13
8 გიორგი ვახანია 00:53 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 00:26 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 34:21 8 10 80 0 0 0 2 4 50 5 16 21 2 1 3 1 0 18
12 მილოშ პესიჩი 14:27 0 1 0 0 2 0 0 0 0 1 1 2 1 2 0 1 0 0
13 მიხეილ ჭოჭუა * 30:10 0 5 0 3 4 75 0 0 0 0 1 1 1 3 2 0 0 9
15 ზვიად ანთაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 00:53 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი 18:39 3 3 100 0 2 0 0 0 0 2 2 4 3 2 1 0 0 6
2 1 3 0 0 0 1 0 0
22 45 48.89 6 15 40.00 6 10 60.00 13 34 47 21 16 18 3 0 68
 
ბათუმი-რსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ნიკა რამიშვილი 14:00 1 6 16.7 0 1 0 0 0 0 3 0 3 0 3 2 1 0 2
7 მანუჩარ ნინუა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 ავთანდილ ელიაშვილი 21:09 1 2 50 0 3 0 0 0 0 1 1 2 1 1 0 0 1 2
9 კემერონ მაკკევრი * 27:58 2 3 66.7 3 7 42.9 0 0 0 0 3 3 2 2 0 1 0 13
11 ლაშა კეშელავა 03:19 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 ირაკლი კობიძე 00:53 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 1 0
13 მამუკა ბოლქვაძე * 14:22 2 2 100 1 1 100 0 0 0 0 1 1 0 3 2 0 0 7
14 ნემანია მიშკოვიჩი 24:45 0 4 0 0 0 0 4 4 100 4 7 11 1 1 0 1 0 4
15 ლევან ელიაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 ჯუნიორ ქედუგინი * 39:07 2 10 20 1 7 14.3 7 9 77.8 0 4 4 4 3 3 2 0 14
34 ჯერემი სეფოლდი * 38:55 1 6 16.7 2 6 33.3 1 2 50 1 2 3 1 2 1 4 0 9
35 ჯეიმი ჯექსონი * 15:32 3 5 60 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 1 0 0 0 6
0 0 0 0 0 0 1 0 0
12 38 31.58 7 25 28.00 12 15 80.00 10 19 29 10 16 9 9 2 57
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060393