საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მთლიანობაში, იოლად და დამაჯერებლად სძლია ლიხტენშტაინს. იყო დადებითი მომენტები – უპირველესად ის, რომ ნაკრებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. იმდენი მომენტი, გასულ წელს ყველა მატჩში ერთად აღებული რომ არ ჰქონიათ, თუმცა ეს შეხვედრა საზომად ვერ გამოდგება: ლიხტენშტაინი ძალიან სუსტი ნაკრებია.
დადებითთან ერთად, უარყოფითებიც ვიხილეთ: ბევრი იყო წუნი პასებში, კომბინაციური თამაში არ გამოდიოდა და ტემპიც არ იყო მაღალი. იშვიათი იყო აფეთექებები და სწრაფი შეტევა, რაც ერთი-ორად გაუძნელებდა საქმეს მეტოქეს.
ქეცბაიამ “მეტოქის კლასი” გაითვალისწინა და შეტევაზე ორიენტირებული ნახევარდაცვა დააყენა. პირველ ტაიმში ნაკრები ერთი ტიპიური საყრდენით (კაპიტანი ჯაბა კანკავა) თამაშობდა, ებრალიძე მარჯვნივ გამწესდა, ოქრიაშვილი მარცხნივ, ხოლო შუაში კობახიძე და ანანიძე იყვნენ, კობახიძეს ცენტრში ადრეც უთამაშია: სწორედ “მიხეილ მესხზე” ორი წლის წინ, ალბანეთთან ამხანაგურში და მაშინ სანდრომ გოლიც გაიტანა. პირველ ტაიმში გამოკვეთილ ფორვარდად გიორგი ჭანტურია ირჯებოდა.
პირველი ხიფათი მე-12 წუთზე შეიქმნა, როცა ლობჟანიძის ჩაწოდებას კობახიძის დარტყმა მოჰყვა და უზუსტო გამოდგა. ქართველებმა ტაიმის შუაში მოუმატეს თამაშს და ზედიზედ ორი შანსიც გაანიავეს. ჯერ იყო, კარგი შეტევის შემდეგ (ანანიძის ქუსლურ პასს რომ მოჰყვა), ებრალიძემ ახლოდან ააცილა კარს, ხოლო სამ წუთში ოქრიაშვილის გარღვევასა და პასს კობახიძის დარტყმა და მეკარის ფეხით მოგერიება მოჰყვა.
27-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ანანიძის პასი, ჭანტურიამ საჯარიმოში კარგად დაიმორჩილა ბურთი, მცველი მოატყუა, პაუზაც გააკეთა და ზუსტად დაარტყა დაახლოებით 13-14 მეტრიდან – 1:0.
ტაიმის ბოლოს კიდევ უნდა გაეტანათ მასპინძლებს. ჭანტურიამ მოკლე მონაკვეთზე ბავშვივით მოატყუა მეტოქე, კარის გასწვრივ შეაგორა ბურთი და იქ ოქრიაშვილმა ვერ მიუსწრო ბურთს. კიდევ, კობახიძემ ჩაუჭრა ბურთი მცველებს, საჯარიმოში შეიჭრა და გოლს არაფერი აკლდა, მაგრამ კარს გადააცილა ბურთი.
მეორე ნახევარში ლიხტენშტაინი კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა. პირველ ნახევარში თუ ხანდახან მაინც უახლოვდებოდნენ ქართველთა საჯარიმოს, შესვენების შემდეგ აშკარად ძალები აღარ ეყოთ. ბურთს თითქმის მუდმივად ქართველები ფლობდნენ, ჭანტურია ისევ ყველაზე მეტად ამწვავებდა შეტევებს და გოლი თითქოს მწიფდებოდა, მაგრამ ცოტა დააგვიანა.
ქეცბაიამ გადანაცვლებები გააკეთა: საყრდენ ზონაში დაუშვილი შეუწყვილა კანკავას, შეტევაში კი ჭანტურია მარჯვენა გარემარბად გაამწესა, ოქრიაშვილი თავდამსხმაში გადასწია, ხოლო ანანიძე – მარცხენა ფლანგზე. ვაკო ყაზაიშვილი კი გამთამაშებლად მოგვევლინა.
სანამ 2:0 გახდებოდა, ლორიას მოუხდა საქმეში ჩართვა (მხოლოდ ერთხელ მთელ მატჩში), როცა ბუხელის დარტყმული მოიგერია. სტუმართა კარი კი ბუბა დაუშვილის თავურის შემდეგ გადაარჩინა მეკარე კენგიზმა. გოლს რაც შეეხება: შეცვლაზე შესული დებიუტანტი ყაზაიშვილი ცენტრში კარგად გაისარჯა, ერთ ფეხბურთელს გასცდა და ოქრიაშვილს გაუკეთა მაღალი პასი. თორნიკეს ხელი ჰკრეს საჯარიმოში და პენალტი დაინიშნა, რომელიც ანანიძემ ზუსტად შეასრულა – 2:0.
ბოლო 15 წუთში უფრო ნაყოფიერად თამაში მართებდათ მასპინძლებს, რადგან ლიხტენშტაინი მთლად არეული იყო და უკვე ერთ ზუსტ პასსაც ვეღარ აკეთებდნენ. მეტი სურვილი უნდა ყოფილიყო, რომ დიდი ანგარიშით მოგებისკენ წაეყვანათ საქმე, მაგრამ ტემპში ვერ უტევდნენ ქართველები: მხოლოდ ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, შეცვლაზე შესულმა ბაჩანა ცხადაძემ თითქმის კარის ხაზიდან ააცილა დვალიშვილის კარგი პასის შემდეგ.
ალბათ, ფსიქოლოგიური კუთხითაც კარგი იქნებოდა 3:0 გამარჯვება.
მატჩის შემდეგ:
რენე პაურიხი: “ვიცოდით, რომ ტექნიკურ გუნდთან მოგვიწევდა თამაში. მიუხედავად იმისა, რომ არც უპირატესობა გვქონია და არც ბევრი მომენტი შეგვიქმნია, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. 5 კაციც გვაკლდა. საქართველოდან ყველაზე მეტად ჭანტურიასა და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი”.
თემურ ქეცბაია: - კარგია, რომ წელიწადი მოგებით დავიწყეთ. ლიხტენშტაინზე გაცილებით უკეთესი მეტოქეები გვეყოლებიან შესარჩევში, ამიტომაც მეტი მომზადება გვჭირდება. უფრო მეტად უნდა იყვნენ ფეხბურთელები ტონუსში და რაც მთავარია, ვისურვებდი, კლუბებში მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ, ზოგს კი ნაკლებად აქვს.
...დებიუტანტების თამაშს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინიც შედარებით პრაქტიკის გარეშე არიან, დღეს დადებითად შევაფასებდი.
...მეტოქიდან გამომდინარე, გვქონდა საშუალება, რომ დღეს ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყოლოდა. ამიტომაც, გააჩნია მეტოქეს. თუ შემტევი ფეხბურთელები ფორმაში გვეყოლებიან და ყოველ შაბათ-კვირას პრაქტიკა ექნებათ, რატომაც არა, შესაძლოა, ძლიერ გუნდებთანაც ბევრი შემტევი დავაყენოთ. მაგრამ როცა მოთამაშე კარგად არაა მომზადებული, გერმანიასთან შემტევ ფეხბურთზე აწყობა არ გამოვა.
...ჭანტურიას თამაშს დადებითად შევაფასებ. გოლიც გაიტანა. ჩვენ ვიცით მისი შესაძლებლობები და იმედია, კიდევ უფრო მომზადებული იქნება შესარჩევისთვის. კობახიძის ცენტრში თამაშს რაც შეეხება, პირველად არ დაგვიყენებია ამ პოზიციაზე. კობახიძის მთავარი პრობლემა კლუბში პრაქტიკის უქონლობაა და არა – ცენტრში გამოყენება.
...ლიხტენშტაინს საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მე ვუყურე მათ თამაშს საბერძნეთთან და იქ ჰქონდათ მომენტები, კონტრშეტევებზე გადადიოდნენ, ჩვენთან კი ამის შანსი არ ჰქონიათ”.
…
5.03. 18:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15000 მაყურებელი
საქართველო-ლიხტენშტაინი 2:0 (1:0)
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია (საბა კვირკველია 76), კაშია, გრიგალავა (დავით კვირკველია 46), კანკავა, კობახიძე (დაუშვილი 46), ებრალიძე (ყაზაიშვილი 46), ანანიძე, ოქრიაშვილი (დვალიშვილი 78), ჭანტურია (ცხადაძე 60).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ლიხტენშტაინი: კენგიზი, ვოლფინგერი (გური 85), ერნე (ებერლე 73), კაუფმანი, შტოკლასა, კრისტენი, ილდიზი, ჰესლერი, ბუხელი, ფრიკი (დანილსონი 46), ბურგმაიერი.
მწვრთნელი: რენე პაურიხი.
გოლები: 1:0 ჭანტურია (27 პენ), 2:0 ანანიძე (75 პენ).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთადერთი ლუდოგორეცი არ მინდა
საღოლ დინამო. უბრალოდ მე ის უფრო მაფიქრებს რომ ამ მატჩში საუკეთესო აშკარად ლორია იყო. 45 წუთში კენღისყრა იქნება. ვნახოთ ვინ შეგვხვდება
საქართველო@ (1133) შენ ნიკა დიასამიძე არ ხარ რა ხდება დინამო ბათუმში კარგად თამაშობ?:დ მაგრა გადაობ კორეკტულად ისაუბრე თორე ნომერს რო არ წერ შენ ვიცი და სხვანაირად გიპოვი
თურმე რომანას უთქვამს გუშინ საზღვარგარეთ ტყავაძეზე შენ ხოარ გაგიჟდიო და უკვე საქართველოში ჩამოვიდა ხმები
რა ჭორიკანაც ხარ ყველამ იცის აქ მაგრამ მარა ასეთი და..... თუ იყავი ლიჩნად მე არ ვიცოდი
მე ვიცოდი რო ხოარ გაგიჟდი კიარა შენ შიგ ხოარ გაქო ესე უთხრა ფიფიამ
და რაც შეეხება ჩამშლელზე,ინიესტა და ცენტრ ფორვ იბრაჰიმოვიჩს მოიყვანს
კაი ერთი?
მართლა?
და მტყუნის?
ეხა მითხრეს გუშინ რომანა ყოფილა ჩასული და ბუბას უთქვია ამ გუნდითაც შემიძლია წარმატებაო მარა შენ ჰო არ გაგიჯდიო რომანას უთქვია სალუქვაძეცე ჩალიჩობენ და ჩამშლელს და თავდასხმელს მოვიყვანო !
დინამო დილას იმედი მაქვს, ფრუიძეს ჩიხურა მეცოდება ამათ ხელში
რაც საიტის დიზაინი შეიცვალა მეტის ნახვას, რომ ვაჭერ ერთი და იგივე კომენტარები, რამდენჯერმე მეორდება
ეეეეე პრივატბანკ ეხლა უნდა წასულიყავი, როცა გუნდი ჩემპიონი გახდა? იქნებ, რომელიმე კარგმა ბანკმა ითავოს დინამოს სპონსორობა და კაი წარმატებაც გვექნება
ძაან მაგარია რა
მარა ისე ტრანსფერებზე რატო არ აქტიურობენ, ალვარო მაინც დაეტოვებინათ :/
მოდით მოვუწოდოთ ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს რომ ჩიხურა აიყვანოს დიდი ინვესტიციები ჩადოს ამ გუნდში
რა შუაშია და ბიძინამ მიბაძოს ბერლუსკონს ხო კარგი იქნება აიყვანოს ჩიხურა გაიკრას ჯიბეზე ხელი დაუყაროს ხურდა (20-30 მილიონი მისტვის ხურდაა
)და გაახაროს ქართველი ერი
დინამო 2 ეტაპს კველა ვარიანტსჰი გაივლის, პირველზე იმმენნა ვინც არ უნდა იყოს 5.0-ს გახევს. ევრო ლიგაზე უეჭველი შევალთ. და აი მერე იქნება 2 კაი ტრანსფერი, მანამდე შამსი არ არი აზრი არ აქ, აი მერე კი უეჭველი გეიკრავს ჯიბეზე ხელს ფიფია
პირველზე არ თამაშობს დინამო მეორედან იწყებს პირდაპირ
ოპტიმისტების ნაკლებობას ვხედავ
გილოცავტ დინამოს გამარჯვებას
არადა გუშინ ზოგ ზოგიერტები გაიზახოდა ნეტა 1-0 ზე დიდი ანგარიშით არ წავაგოთო
მ ნნნ
ტორპედო ძმა, თბილისის დინამო არაა შენი გუნდი? ჩისკო რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათო. თავი ესპანეთში ხო არ გგონიათ? ბარსა-რეალი რო მტრობენ ერთმანეთს და ფანებს ერთმენეთი არ ევასებათ, მაგათ ბიძკო იმხელა შესაძლებლობები აქვთ ერთმანეთი რო არ უყვარდეთ არაფერი არ დაშავდება ყველა ჩემპიონატზე თამაშბენ მაინც რაც კია პრესტიჟული. შენ საქართველოში ცხოვრობ, აქ სხვა ხალხი ვართ და ყველა გუნდი ჩვენია. წარამტებას ვინც მიაღწევს ყველა უნდა გაგვიხარდეს, დინამოც შენია, ზუგდიდიც, ზესტაფონიც, ჩიხურაც და თავისთავად ტორპედოც. წარმატებები
თამაშით უჯობნიათ ისე ბევრად. მაგრამ მთავარი ტაბლოა და გაიკეთონ თავიანთი მომენტებიიი
იმედია ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, აქ მაინც გავიდნენ ,,, პსოტო რო გავიდნენ ძაან მაგარი იქნება
ერთს უწერია შახტარის საიტზე ვიგაც დინამოსთან წავაგეო, დინამოც მართლა ვიგაც შახტარისთვის ვიგაცა გახდა დონეცკიც რო ზევიდან შეგხედავს
საღოლ მაგრები ხართ ბიჭებო, ჯგუფურ ეტპზე უნდა გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის
გააძლიერეთ დინამოოოოოოოოოოოოოოოოო
დინამოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ფუუ ამის დედაც. მე ტრანსფერების იმედი აღარ მაქვს :@@@
დაიდო ვიდეოstripslashes((strlen('http://video.shakhtar.com/ru/v5198')>0?' http://video.shakhtar.com/ru/v5198':' http://video.shakhtar.com/ru/v5198')) აჰა უყურეთ გოლი დ ამომენტები
stripslashes((strlen('http://www.psa-peugeot-citroen.com/en/press-releases/may/2013')>0?'http://www.psa-peugeot-citroen.com/en/press-releases/may/2013':'http://www.psa-peugeot-citroen.com/en/press-releases/may/2013')) მიმოხილვა
stripslashes((strlen('http://video.shakhtar.com/ru/v5198')>0?'http://video.shakhtar.com/ru/v5198':'http://video.shakhtar.com/ru/v5198')) ესაა შემეშალა
))
ვინმეს მოკლე მიმოხილვა თუ გაქვთ დაწერეთ რაა კაცურაად ლინკიიიიიი
stripslashes((strlen('http://video.shakhtar.com/ru/v5198')>0?'http://video.shakhtar.com/ru/v5198':'http://video.shakhtar.com/ru/v5198'))
გაიხარე მადლობა
ჩისკო რომ არ გყავდეთ რა გეშველებათ
შემოგევლეეეეეეეთ თქვენ გენაცვაააააალეეეეეეეთ როგორ ვამაყობ თქვენით თქვენ აზრზე არა ხართ. სიხარულისაგან აღარა ვარ კაცი. ბიჭებო აბა თქვენ იცით წელს ლიგის ჯგუფური გვინდა რააააააა მიდით მიაწექიიიიიიიიიიით
ვინმეს მოკლე მიმოხილვა თუ გაქვთ დაწერეთ რაა კაცურაად ლინკიიიიიი
tkven genacvalet me mgleboooooooo erti xval somxebis chempioni an azerebis chempions dagvajaxebdnen zestaponis vali gvak gasastumrebeli azrebestvis somxebs kide ro movaketiot samudamod magati jishi nm.o.v.t.y.a.n.
ფერნანდინიო არ უნდა გაეშვათ :დ
საღოლ ბიჭები გილოცავთ ყველას
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?fbid=488813667861371&set=a.488813291194742.1073741861.124311874311554&type=1&theater;')>0?'https://www.facebook.com/photo.php?fbid=488813667861371&set=a.488813291194742.1073741861.124311874311554&type=1&theater;':'https://www.facebook.com/photo.php?fbid=488813667861371&set=a.488813291194742.1073741861.124311874311554&type=1&theater;')) ფიფია რა კაცია
კარგად არ ჩამს
ლურჯი საროჩკა რო აცვია ხეს თუ რაგაცას რო ეფარება ნახევრად 
ნახე რა ვიდეოს კიარ დებდენ აბა 5-0 მოეგოთ ეგრევე დადებდენ :@:@:@
ვა, საღოლ ტო ))) თან შახტარი ძირითადით იყო = )))))))))) იმედია რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურზე გავალთ ^^ : )))
“დინამომ” უკრაინის ჩემპიონი დაამარცხა
მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
რუსეთ უკრაინაში რო ზამენებში სკამებს ხეხავენ ზოგიერთები არ ჯობია დინამოს დაეხმარონ? თან ხალხიც უფრო დააფასებს
) რავი მე ასე ვფიქრობ
მართალი ხარ მაგრამ ეგენი ფულის გულისათვის თამაშობენ.
იქ ხარისხიანი სკამებია და ხეხვა მოწონთ
)))
ბრავო დინამოოოო