ფეხბურთი

20:27 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნავასს “სიტიში” თამაშის პერსპექტივა ხიბლავს

ესპანური “სევილიას” შემტევი ხესუს ნავასი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგების წინააღმდეგი არაა. აღნიშნული განცხადება თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, “სიტის”, მომდევნო სეზონიდან, ესპანურ ფეხბურთში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე მანუელ პელეგრინი ჩაიბარებს. ევროპული პრესის ცნობით, ჩილელ სპეციალისტს “ქალაქელთა” რიგებში “სევილიას” მარჯვენა გარემარბის, ხესუს ნავასის ხილვა სურს.

“ყველაფრისთვის მზად ვარ. პროგრესირება და ტიტულებისთვის ბრძოლა მინდა, რადგან ამას მივეჩვიე. თუმცა, თავს “სევილიაშიც” კარგად ვგრძნობ.

“მანჩესტერ სიტი”? ამ გუნდში თამაში საინტერესო იქნებოდა. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე შემიძლია ვიოცნებო. თუმცა, საჭიროა ზაფხულს დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.” – ციტირებს ნავასის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.11331