ფეხბურთი

22:25 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნავასმა “სიტისთან” გააფორმა

27 წლის ესპანელი მარჯვენა გარემარბი ხესუს ნავასი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

დღეს, ესპანელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტზე ხელმოწერაც დასვა. ცნობილია, რომ ნავასი ახალ გუნდს კონფდერაციის თასის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

“მანჩესტერ სიტი” შთამბეჭდავი პროექტია. პირადად ჩემთვის, დადგა მომენტი, როდესაც ნაბიჯის წინ გადადგმის დროა. მოხარული ვარ იმის გამო, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ვფიქრობ, ინგლისის პრემიერლიგასთან ადაპრაციას მალე გავივლი.” – ციტირებს ნავასის სიტყვებს “სიტის” ოფიციალური ვებგვერდი.

 

თეგებისიტინავასი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11475