კოსტა რიკის ნაკრებისა და "ლევანტეს" მეკარის კეილორ ნავასის აგენტმა რობერტო კაბანასმა, მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკება უარყო. შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები "ლევანტეს" ხელმძღვანელობას, 27 წლის კარის დარაჯის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და მზად იყვნენ 10 მილიონი ევრო გადაეხადათ.
"რეალთან" მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. "ლევანტეს" ოფისში ვარ და მადრიდელთა ინტერესის შესახებაც არაფერი გამიგია, არც არავინ დაგვკავშირებია." - განაცხადა კაბანასმა.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე კეილორ ნავასის შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, ევროპულმა მედიამ კოსტა რიკელთა მეკარე რამდენიმე გრანდს დაუკავშირა. 27 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "ბაიერნიც" იჩენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ნავასმა ისეთი კლუბი აირჩიოს, რომელშიც სათამაშო დროის ნაკლებობა ექნება.
გიორგი ბალახაძე