ფეხბურთი

13:00 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი: "ძირითადში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ"

 

კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლევანტეს" კარის დარაჯი უკვე მადრიდშია. 27 წლის მეკარემ ესპანელ ჟურნალისტებს პირველი კომენტარიც მისცა.

"რთული იქნება მადრიდის "რეალის" პირველი მეკარე გავხდე, მაგრამ ამისთვის ბევრს ვიშრომებ. მნიშვნელოვანია ახალ კლუბს აჩვენო შენი საუკეთესო სათამაშო ხარისხი. ვფიქრობ, საინტერესო პერიოდი მელოდება. ბევრის სწავლა მომიწევს. სამეფო კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გავაფორმებ, რაც დროს მომცემს წარმატებას მივაღწიო." _ განაცხადა ნავასმა.

შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი "რეალთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები "ლევანტეს" კოსტა რიკელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდიან.

 

გიორგი ბალახაძე

0.120213