ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” უკანახაზელმა ხუან კარლოს ნავარომ ევროლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (253) აღნიშნული ლიგის რეკორდი გააუმჯობესა. ნავარომ სარეკორდო შეხვედრა TOP16-ის მე-10 ტურში, “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში ჩაატარა.
ძველი მიღწევა ბერძენ უკანახაზელ ტეოდორას პაპალუკასს ეკუთვნოდა.
პაპალუკასმა 252 შეხვედრა ცსკას (რუსეთი), “ოლიმპიაკოსისა” (საბერძნეთი) და “მაკაბის” (ისრაელი) შემადგენლობაში ასპარეზობის დროს დააგროვა.
რაც შეეხება ნავაროს, 253-ვე შეხვედრა “ბარსელონას” შემადგენლობაში აქვს ჩატარებული.