კალათბურთი

19:00 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნატახტარი” ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობას გააგრძელებს

 საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია „ნატახტარი“ კალათბურთის ფედერაციასთან ახალ ხელშკრულებაზე შეთანხმდა, რომელიც ხვალ, 4 დეკემბერს, 11 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდება.

კომპანია „ნატახტარი“ ეროვნულ ნაკრებს 2011 წლიდან საკუთარი ბრენდის, „ქარვას“ სახელით სპონსორობდა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით გააგრძელებენ, თუმცა ამჯერად კალათბურთელთა ნაკრებს სპონსორობას „ნატახტარი“ საკუთარი სახელით გაუწევს. პრესკონფერენციაზე თანამშრომლობისა და ხელშეკრულების დეტალებზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი ისაუბრებენ.

0.112467