ფეხბურთი

15:11 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნასრისთვის პრიორიტეტული ნაკრებში დაბრუნებაა

“მანჩესტერ სიტის” შემტევ ნახევარმცველ სამირ ნასრისთვის, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, პრიორიტეტული ნაკრებში ფეხის მოკიდებაა.

“საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლურჯი მაისურის მორგება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე. ვიცი, რომ ბიჭების დახმარება შემიძლია. თუმცა, ჯერ მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ გუნდისთვის საჭირო ვარ”, – იუწყება ნასრის სიტყვებს ფრანგული პრესა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 6 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრები თბილისში საქართველოს შეხვდება. სხვათა შორის, ნასრიმ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი სწორედ საქართველოსთან მატჩში გაიტანა ევროპის 2008 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1143