“მანჩესტერ სიტის” შუახაზელი სამირ ნასრი მიიჩნევს, რომ მისი კოტ დ’ივუარელი თანაგუნდელი იაია ტურე მსოფლიოს სამ საუკეთესო ნახევარმცველს შორის შედის.
“იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, მას მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად ჩათვლიდნენ. მას ყველაფერი შეუძლია – დაცვაში თამაში, შეტევაში თამაში, გოლების გატანა.
ვფიქრობ, ტურე მსოფლიოს სამ საუკეთესო ნახევარმცველს შორის შედის. მის საწინააღმდეგოდ ის ფაქტი მოქმედებს, რომ ის კოტ დ’ივუარელია. ტურე რომ არგენტინელი ან ბრაზილიელი იყოს, სხვა სიტუაცია იქნებოდა.
დამისახელეთ საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც შეტევებში აქტიურად ერთვება და სეზონში 16-17 გოლი გააქვს.” – ციტირებს ნასრის სიტყვებს The Guardian-ი.