“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი კლუბთან კონტრაქტს 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, “ქალაქელებს” 26 წლის ფრანგთან ახალი ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებული აქვთ.
ნასრის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება და იყო ვარაუდი, რომ ფრანგი კლუბს უახლოეს სატრანსფერო სეზონში გამოიცვლიდა. “სიტიმ” ნახევარმცველის შენარჩუნება გადაწყვიტა და მას ახალი კონტრაქტი მოუმზადა.
ცნობისათვის, გასულ საკლუბო სეზონში, ნასრიმ “სიტის” მაისურით 46 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის ავტორი გახდა.