ფეხბურთი

16:25 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი: “პელეგრინი ვენგერს მახსენებს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ გუნდის თავკაცი მანუელ პელეგრინი თავის ყოფილ მწვრთნელ არსენ ვენგერს შეადარა. ფრანგი პლეიმეიკერი მწვრთელების მუშაობის სტილს ერთმანეთს ამსგავსებს.

“მუშაობის სტილით, პელეგრინი ვენგერს ძალიან ჰგავს. ფრანგის მსგავსად, ისიც მიდის ფეხბურთელებთან და ყველა დეტალზე ინდივიდუალურად ესაუბრება. ყოველთვის ვიცით, რა სურს მწვრთნელს ჩვენგან. ვგრძნობ, რომ პელეგრინი მენდობა და მოედანზე დიდი პასუხისმგებლობით გავდივარ. ასეთ მწვრთნელს ნდობა აუცილებლად უნდა გავუმართლო და ამის გაკეთებას მაქსიმალურად ვცდილობ”, - განუცხადა ნასრიმ ბრიტანელ ჟურნალისტებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125396