ფეხბურთი

15:49 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიში” დაბალი ხელფასებია

“ქუინზ პარკ რეინჯერსის” ბრაზილიელი მეკარის, ჟულიო სეზარის აგენტმა დაადასტურა, რომ მისმა კლიენტმა მართლაც მიიღო მიწვევა იტალიური “ნაპოლისგან”.

მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებთან შეთანხმებამდე ჯერ ძალიან შორია და ამის მიზეზი 33 წლის მეკარისადმი შეთავაზებული ანაზღაურებაა.

“არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. კონკრეტული წინადადებით მოგვმართეს პირად კონტრაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან შორსაა იმ წინადადებებთან, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს”, - განუცხადა აგენტმა Seleção Brasileira-ს.

მილანის “ინტერის” კარის ყოფილი დარაჯი “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გასულ სეზონში გადავიდა, მაგრამ გუნდი ინგლისის პრემიერლიგას დაემშვიდობა და სეზარმაც კლუბის გამოცვლის სურვილი გამოთქვა.

 

0.106921