ფეხბურთი

11:54 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლის” უეფას სანქცია ემუქრება

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა “ნაპოლისთან” დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქმე იმ დარღვევების გამო აღიძრა, რომლებიც ევროპის ლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალური მატჩისას დაფიქსირდა. შეგახსენებთ, ნეაპოლელებმა მერვედფინალის საგზური “სუონსის” ძლევით მოახერხეს. აღნიშნულ საპასუხო მატჩში კი იტალიელ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე რამდენიმე სკანდალური შინაარსის ბანერი გამოუფენიათ.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას 20 მარტს მიიღებს.

 

0.122601