ფეხბურთი

17:53 | 25.04.2014 | ნანახია 1158 - ჯერ

"ნაპოლის" რაკიტიჩი და მორენო სურს

იტალიური "ნაპოლი", "სევილიას" ფეხბურთელების, ხორვატ ივან რაკიტიჩის და ესპანელ ალბერტო მორენოს გადმობირებას შეეცდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელები ჰამშიკის გაყიდვას 40 მილიონ ევროდ აპირებენ და რაკიტიჩს სლოვაკი ფეხბურთელის შემცვლელად მოიაზრებენ.

იტალიური გამოცემა  Tuttosport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" მზად არის, "სევილიის" ორივე ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ხორვატმა ფეხბურთელმა ამ სეზონში "ანდალუსიელთა" მაისურით თითქმის შეუცვლელად იასპარეზა და 55 მატჩში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:58 | 25.04.2014
maradonna (4306)

ჰამსიკი არსად მიდის მორჩა მაგაზე თემა აქ კიდე მაინც წერე DD. რაკიტიჩი და მორენო კიდე თუ 20 მილიონად იყიდეს მაშინ საღოლ ბიგონს და რაფიკას

20:29 | 25.04.2014
alejandro (44439)

მორენოთი რეალია დაინტერესებული და მისი კონტრაქტის შესახებ ინფოები იდო.
მორენოს გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში უწერია 30 მილიონი ევრო!
25 მილიონს ფეხს არ უცვლიდნენ მორენოს,მაგრამ როგორც კულუარულმა ინფოებმა გაიჟღერა, 21 მილიონზე შეუთანხმდა პერესი სევილიას.
მანამდე კი კოენტრაო უნდა დაიყიდოს.
ასე რომ 20 მილიონზე მეტი მხოლოდ მორენო ღირს და + რაკიტიჩიც ალბათ მინიმუმ 20 მილიონი ეღირება.

20:16 | 25.04.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

რაკიტიჩი ამის პენალი იყო მაგარი საფრაგეთთან

19:04 | 25.04.2014
night (3696)

ალბერტოს ჩელში წაიყვანს ესე შენი 15 მილიონი რაკიტიჩის გადაბირება გაუდვილდებათ კონკურენტი თან ასეთი ძლიერი არვინ ყავს მარა 15 ზე ნაკლებად არც ეგ წავა საერთოდ ეგეც ცოტაა ზნელად სავარაუდოა

18:27 | 25.04.2014
Lucky Luciano (3296)

რაააააააააა შ...ცით ამ სევილიას რა გინდათ ბიჭო რა

18:21 | 25.04.2014
komentatori (2299)

ორივე რო 20 ად დაითრიონ საღოლ ნაპოლის. რაკიტიჩი მაგარია

18:01 | 25.04.2014
Madrileño (26972)

მორენო რავა ყველას უნდა სიმონნ

0.149788