ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩი “ნაპოლისა” და “არსენალს” შორის შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. ნეაპოლელებს მკაცრი სანქცია მე-4 ტურში “მარსელთან” თამაშისას ტრიბუნებზე დაფიქსირებული უწესრიგობის გამო ემუქრებათ.
შეხვედრისას, რომელშიც “ნაპოლიმ” “მარსელს” 3:2 მოუგო, გულშემატკივრები ერთმანეთს დაერივნენ და 10 ადამიანი დაშავდა. უეფამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ვერდიქტს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, თუკი დამტკიცდება, რომ ორგანიზატორებმა მაყურებლების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს, 11 დეკემბერს “ნაპოლის” ფეხბურთელებს ცარიელ სტადიონზე მოუწევთ ლონდონელთა მასპინძლობა.