“სუონსის” ესპანელი შემტევი მიჩუ “ნაპოლის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ აპენინური მედიასაშუალებები იუწყებიან.
მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ნეაპოლელთა ფორვარდის – გონსალო იგუაინის შეძენითაა დაინტერესებული. თუკი ეს ტრანსფერი შედგება, იტალიელები 28 წლის მიჩუს გადაბირებაზე ამუშავდებიან.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, მიჩუმ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის ავტორი გახდა.