“ნაპოლის” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” შუახაზელის – ლუკას ლეივას შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ “სკაი სპორტ იტალია” იუწყება.
ტრანსფერის ინიციატორი ნეაპოლელთა ესპანელი დამრიგებელი რაფა ბენიტესია, რომელიც ლეივას “ლივერპულში” წვრთნიდა და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. იტალიელები ინგლისელებს სატრანსფერო წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავენ.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ლეივამ 27 მატჩი ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
8 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ორთვიან დავას წერტილი დაუსვა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გაფართოება გადაწყვიტა - სწორედ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა გუშინ, რაც ბოლომდე ზუსტი ცნობა არ ყოფილა...
აღმასკომის სხდომის შემდეგ განმარტებები ვთხოვეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს.
- რატომღაც, აღმასკომის სხდომიდან ისეთი ცნობა გავრცელდა, თითქოს, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება უკვე გადაწყვეტილია და პარასკევის აღმასკომმა ეს საბოლოოდ უნდა გააფორმოს. არადა, მერე სხვა ამბავი შევიტყვეთ - შეიძლება ლიგა მართლაც გაიზარდოს, ოღონდ 14 გუნდამდე. გაგვარკვიეთ ჭორ-მართალში...
- 16-გუნდიანი? არასწორი ინფორმაციაა. აღმასკომის წევრებმა 12 და 14-გუნდიანი ჩემპიონატის ვარიანტები განიხილეს, მაგრამ 16-მდე გაზრდაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
- ანუ 16-გუნდიანი ჩემპიონატი გამორიცხულია?
- ვერ გეტყვით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევის აღმასკომზე მიიღებენ. ეს მათი გადასაწყვეტია.
- თქვენი პოზიცია როგორია?
- მე ძველ პოზიციაზე ვრჩები - 12-გუნდიანი ჩემპიონატი სჯობია. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს უფრო მოქნილი და მისაღები ფორმატია. თანაც, მიმაჩნია, რომ სპორტული პრინციპი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
- ანუ რას გულისხმობთ?
- სპორტული პრინციპი იმას გულისხმობს, რომ მოგებულს და წაგებულს შრომა ერთნაირად არ უნდა შეუფასდეს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - წარმატებული უნდა დაწინაურდეს, ლიგიდან გავარდნილი კი ლიგაში აღარ უნდა იყოს. სხვაგვარად სპორტის არსი და სულისკვეთება დაირღვევა.
- მაგრამ გავრცელდა თქვენი კომენტარიც, რომ 2014 წელი ქართული ფეხბურთისთვის გარდამავალი იქნება და ფედერაციას სპორტის სამინისტროც მიეშველება იმაში, რომ სეზონის სტარტი ნორმალური გამოდგეს. ეს ყველაფერი ისე იყო მოწოდებული, თითქოს, აღმასკომის წევრების გადაწყვეტილებას მხარს უჭერდით...
- რა თქმა უნდა, უმაღლესი ლიგის გუნდებს უნდა დავეხმაროთ, ეს საკამათო არაა. საამისოდ, მოვიძიებთ სახსრებს, გუნდები ზამთრამდე ნორმალურად და უპრობლემოდ რომ მივიდნენ, ჩემპიონატი კარგად ჩატარდეს და გაურკვევლობას წერტილი დაესვას. მაგრამ გუნდების მოთხოვნებს სრულად ვერ დავაფინანსებთ.
- ითქვა, რომ წლეულს, შესაძლოა, უმაღლეს ლიგას 5-6 მილიონი ლარით დაეხმაროთ...
- სხდომაზე სხვა თანხა დასახელდა: სეზონი ნორმალურად რომ დასრულდეს და გუნდებს ტრანსპორტირების, კვების, შეკრებებისა და სხვა აუცილებელი ხარჯი ჰქონდეთ, მოთხოვნა 11 მილიონ ლარზე იყო. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხსაც განვიხილავთ და გვეცოდინება, რა რესურსი გვექნება.
- მინიმალური ციფრი თუ დასახელდა, რაც საშემოდგომო ეტაპზე გუნდებს დაერიცხებათ?
- სავარაუდოდ, გამოყოფილი თანხიდან ისინი 250 ათას ლარს მაინც მიიღებენ.
- პირველი ლიგის გუნდებიც დაფინანსდებიან?
- ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის აღმავლობის წინაპირობა მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების დახმარება ვერ გახდება. პირველლიგელებს არანაკლები თანადგომა სჭირდებათ. სავარაუდოდ, მათ 100 ათასი ლარი გამოეყოფათ.
მაგრამ ვიმეორებ - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პასუხს მივიღებთ მთავრობის სხდომაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დომენტა რა აფერისტია 16 გუნდიანს ჯოპბია 14 იყოს მარა ყიფიანის აზრი ჯობია 12 გუნდიანი უნდა დარჩენილიყო.
საერთოდ ჩემპის დონე თუ უნდთ აწიონ 10 გუნდამდე უნდა შემცირებულიყო და უფრო მეტ დაფინანსება ექნებოდათ გუნდებს ოღონდ ისე რომ ეს თანხა ტყვილა გადაყრილი არ ყოფილიყო თვეში რაღაც ნაწილი ასევე იმ ბელგიურ ქარხანას უნდა დაუკავშIრდნენ და ინფრასტრქუქტურა მოაწესრგიონ უნდა შექმნან ქართულლი ფეხბურთის არხი ერთი სადაც სულ ფეხბურთს დაეთმობა დრო როგორც რუსეთში ნაშ ფუტბოლი და იქნებ ვინმე უცხოელი ინვესტორი დაინტერესდეს ჩენი ფეხბურთით და სპონსორები ეპოვნათ გუნდებისთვის ასევე გაყიდული თამაშები უნდა გამოეშკარავონ და ჯარიმები დაიწესონ და მოსპონ ეს საზიზღარი რამე ასევე ბავშვთა ფხეებურთში
უნდა ჩადონ ფული ოღონდ ისე რომ ეს ტყუილად გადაყრილი არ იყოს ყველა გუნდს უნდა ქონდეს ბავშთა სადეხბურთო სკოლა მწვრთნელები სტაჟირებაზე უნდა გაუშვან რომ მათი ოდნე აიწიოს და ნორმალური მენეჯერები მოუძიონ გუნდებს რომ დაიმატონ კარგი ახალგაზრდა იგროკები რომლებსაც გაყიდიან ზოგს დაიიტოვებენ ზოგს იყიდიდნენ შემოსავალი ექნებოდათ ყველა გუნდს უნად მოეხსნას გადასახადები შუქის გაზის დენის და სხვა ასევე ყველა გუნდს უნდა ქონდეს სასტუმრო სადაც ჩამოვლენ გუნები და იქ დარჩებინა და ესეც შემოსავალია და ყველას უნდა ქონდეს თავიანთი კარგი საიტი სადდაც გავიგებთ ყველაფერს მაშინ აიწევა ჩემპის დონე
წადი ლუკას. შენთვისაც კაი იქნება და ლივეპრულისთვისაც