“ნაპოლის” ხელმძღვანელობას მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის – მარიო სუარესის შეძენა სურს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
უახლოეს პერიოდში, ნეაპოლელები 27 წლის ესპანელის ტრანსფერის თაობაზე მადრიდელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, მარიო სუარესმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.